19 ივლისი, 2015
ტირილის 5 დადებითი ეფექტი - ის, რაც აქამდე არ იცოდით
ჩვენ ქვეყანას ტირილით ვევლინებით, მაგრამ თუ ზრდასრულობისას ტირილს დაიწყებთ ყველა გირჩევთ, რომ თავი ხელში აიყვანოთ და ცრემლები მოიწმინდოთ. გეტირებათ? ჩაიკეტეთ ოთახში და გულიანად იქვითინეთ, რადგან ცრემლების ღვრას თავისი პლუსები აქვს.

1. თქვენ თავისუფლდებით ტოქსინებისგან

თქვენ მარტო მაშინ არ ტირით როცა გულზე სევდა შემოგაწვებათ. როდესაც თქვენი სხეული დიდი ხნის განმავლობაში სტრესის ქვეშაა, სჭირდება კორტიზონისგან დაცლა. კორტიზონი ეს არის ჰორმონი, რომელიც სტრესისას ჭარბად გამოიყოფ. მან შეიძლება დააზიანოს თქვენი ჯანმრთელობა. ამ შემთხვევაში დაგეწყებათ წონასთან, ძილთან, იმუნიტეტთან და ნერვებთან დაკავშირებული
პრობლემები. ტირილის დროს ორგანიზმიდან გამოიდევნება კორტიზონი.

2. ცრემლები კლავს ბაქტერიებს

ცრემლები თქვენი თვალებიდან ბაქტერიების 90%-ს რეცხავს, რადგან შეიცავს ლიზოციმს. ლიზოციმი არის ანტისეპტიკური ჰორმონი, რომელიც აღმოჩენილია დედის რძესა და ფურთხში.

3. გიუმჯობესდებათ მხედველობა

მთელი დღის განმავლობაში თქვენი თვალი ნელ-ნელა შრება, ტირილი კი მას ნამავს და მხედველობაც საგრძნობლად უმჯობესდება.

4. უკეთეს ხასიათზე დგებით

ხანდახან გაიგონებთ ფრაზას: ,,თავი დაანებეთ, ტირილით გული იჯეროს." კვლევებმა აჩვენა, რომ ადამიანები, რომლებიც სრტესულ სიტუაციებში ტირიან პრობლემებს თავს უკეთესად ართმევენ ვიდრე სხვები.

5. გიხსნით დიაბეტისგან

ტირილი არეგულირებს სისხლის მიმოქცევას, წნევას და ამცირებს დიაბეტის საშიშროებას.

რადა მახარაძე
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS