19 ივლისი, 2015
იგავი ნებაყოფლობით მონობაზე - ეს სწორად ცხოვრებაში დაგეხმარებათ
- უცქირეთ - უთხრა ფარაონმა მღვდელმსახურებს - იქ მონების გრძელი რიგია და ისინი მხოლოდ თითო ქვას ეზიდებიან. თან მცველები იცავენ. ბევრი მონა, მთავრობის წარმატებაა - ასე მივიჩნევდით მუდამ. სინამდვილეში მონების სიმრავლე დიდ რისკთანაა დაკავშირებული, არასდროს იცი როდის აჯანყდებიან. ამიტომ ვაძლიერებთ დაცვას. მონების კარგად გამოკვება გვიხდება, წინააღმდეგ შემთხვევაში ვერ შეძლებენ მძიმე ფიზიკურ შრომას. თუმცა, მაინც ზარმაცები და აჯანყებისკენ მიდრეკილნი არიან...

უყურეთ, რა ნელა მოძრაობენ, მცველები კი არაფერს აიძულებენ, არც კი სცემენ. მაგრამ ისინი აუცილებლად ივლიან სწრაფად, საამისოდ
კი მცველები არ დასჭირდებათ. მცველებიც მონებად გადაიქცევიან, ამის განხორციელება შემდეგნაირად მოხდება.

დაე დღეს, ვიდრე მზე ჩაესვენება, მახარობლებმა ფარაონის განკარგულება ამცნონ: "ახალი დღის დადგომისთანავე, თითოეული მონა განთავისუფლდეს. ქალაქში მიზიდული თითოეული ქვისთვის, ყველა თავისუფალ ადამიანს თითო მონეტა მიეცეს. მონეტის გაცვლა შეიძლება საჭმელზე, ტანსაცმელზე, სასახლესა და თავად ქალაქზე. ამიერიდან თქვენ თავისუფალი ადამიანები ხართ".

მეორე დღეს, გამთენიისას, ფარაონი მღვდელმსახურებთან ერთად გორაზე გადმოდგა, მათ თვალწინ გადაშლილმა სურათმა კი ისინი გააოცა. ათასობით ადამიანი, იგივე მონები, კვლავ ქვებს ეზიდებოდნენ, ზოგიერთი კი ორს ერთად. რამდენიმე მცველიც იმავეს აკეთებდა. ეს ყველაფერი კი მხოლოდ იმისთვის, რომ რაც შეიძლება მეტი ქვა მოეგროვებინათ ბედნიერი ცხოვრების მოსაწყობად.

ფარაონი კიდევ რამდენიმე თვე აკვირდებოდა მათ, ცვლილებები უდიდესი გახლდათ. მონების ნაწილი ჯგუფებად დაიყო, ტვირთავდნენ ქვებს და დიდ ოფლს ღვრიდნენ მის გადასაზიდად. " ისინი კიდევ ბევრ მოწყობილობას გამოიგონებენ, უკვე შიდა მოსამსახურეებიც გაიჩინეს: წყლისა და საკვების მიმწოდებელნი.. - ფიქრობდა ფარაონი. მალე მოსამართლეებსა და კაპიტნებსაც აირჩევენ. დაე აირჩიონ: ისინი ხომ თავს თავისუფალ ადამიანებად მიიჩნევენ, არსი კი იგივე დარჩა - კვლავ ქვებს ეზიდებიან".

ანა ვერძაძე

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS