2. სუნამოს შესხმა სამოსზე არ შეიძლება. ის აუცილებლად სხეულზე უნდა შეისხუროთ. ასე სურნელი უფრო ხანგრძლივი იქნება და არც სამოსზე დარჩება თეთრი ლაქები.
3. ყველაზე კარგი ვარიანტია - სუნამოს შესხურება ჰაერში, თქვენს წინ, ოდნავ მოშორებით. შექმენით არომატული ღრუბელი და შემდეგ დადექით მასში.
4. სპეციალისტები გირჩევენ, თუ როგორ გადაინაწილოთ სუნამო სხეულზე. იპკურეთ სუნამო მაჯაზე, პულსის წერტილებში. ასე შესანიშნავად გადაინაწილებთ ყურს უკან, ყელზე, მკერდსა
5. გარდა ამისა სუნამოს სურნელს დიდხანს ინარჩუნებს სუფთა თმა. თუ სავარცხელს სუნამოთი დაასველებთ და ისე დაივარცხნით თმას, მსუბუქი სურნელი მთელი დღის განმავლობაში გაგყვებათ.
6. იმისთვის, რომ სუნამო არ გაშრეს, უნდა შეინახოთ სწორად. შეინახეთ ბნელ და გრილ ადგილას. ასე ის შეინარჩუნებს ხარისხს.
ანა ვერძაძე