18 ივლისი, 2015
6 რამ, რაც ქორწინებამდე უნდა იცოდეთ
1. უპირობო სიყვარული არ არსებობს

მეუღლე მოზრდილი ადამიანია, რომელთანაც მთელი ცხოვრების გატარება გადაწყვიტეთ, მაგრამ ხშირად ბევრი რამ იცვლება, და არანაირი გარანტია არ გაქვთ იმისა, რომ ყოველ წუთს შეყვარებული იქნებით. არავინაა ვალდებული უყვარდეთ. უნდა მოინდომოთ და დაეხმაროთ პარტნიორს, რომ შეგიყვაროთ.

2. ბავშვის დაბადების პირველი პერიოდი ყველაზე რთულია. ნუ იზამთ ისე, რომ ეს მომავალზე უარყოფითად აისახოს.

მათთვის ვისაც ოჯახი სურს, ბავშვები ნამდვილად ბედნიერებაა. მაგრამ როგორც არ უნდა ეცადოთ, ძალიან რთულია. დაგაკლდებათ ძილი, განიცდით ჰორმონალურ ცვლილებებს, იცვლება სხეულიც და აზროვნებაც.
ნუ მისცემთ სიბრაზესა და შფოთს საშუალება აგიყოლიოთ, გამოიჩინეთ მოთმინება და გახსოვდეთ, რომ თქვენ სიყვარულით გაჰყევით ამ ადამიანს.

3. სექსი მუდამ პირველ ადგილზე ვერ იქნება

სამწუხაროა, თუმცა სექსი ყოველთვის დიდი დოზით უბრალოდ ვერ გექნებათ. დგება მომენტები, როცა თქვენი ლიბიდო ერთმანეთს უბრალოდ არ ემთხვევა.

4. სასიამოვნო სიურპრიზები ყოველდღე - უნივერსალური რეცეპტი

საქმე მხოლოდ ყვავილებში, სუფთა სახლსა და რეგულარულ სექსში არ არის. ხანდახან უბრალოდ ალერსიანი სიტყვებიც და ორცხობილას ყიდვაც კი საკმარისია, რადგან თქვენს პარტნიორს ეს ძალიან ესიამოვნება.

5. ნურასდროს იქცევით ადამიანად,რომელიც ურთიერთობის გამოსწორებაზე არ ზრუნავს

თუ ერთ-ერთი თქვენგანი არ ეცდება, გაფუჭებული ურთიერთობის აღდგენას, რამდენიც არ უნდა იაროთ ფსიქოთერაპევტთან, ქორწინებას ვერ შეინარჩუნებთ.

6. ნურასდროს იკამათებთ იმაზე, თუ რომელი უფრო მეტად იღლება, ვინც სახლში, ბავშვებთან ზის თუ ვინც მუშაობს

რითაც არ უნდა იყოთ დაკავებული, ორივე იმდენად დატვირთული ხართ, რომ ხშირად ვერც კი ამჩნევთ. არც გაბედოთ ამაზე კამათი, ეს ხომ კონკურსი არ არის. დაელოდეთ ვიდრე ბავშვები წამოიზრდებიან დათქვენც აუცილებლად იპოვით თქვენთვის საინტერესო სამსახურს.

ანა ვერძაძე

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS