• თუ კარტოფილს ხარშავთ კანიანად, რამდენიმე ადგილას დაჩხვლიტეთ კანი და კარტოფილი არ დაიშლება.
• ლობიო უფრო გემრიელი და სასარგებლო იქნება, თუ ადუღების შემდეგ წყალს მაშინვე გადაასხავთ, დაასხავთ ცივ წყალს და მასში დაამატებთ 3 ს.კ. მცენარეულ ზეთს, შემდეგ ჩვეულებრივ გააგრძელებთ ხარშვას.
• თევზის გასუფთავება უფრო მოსახერხებულია, თუ მას ჩადებთ წყალში და ისე გაასუფთავებთ, ირგვლივ არ დაისვრება ქერცლით.
• იმისათვის, რომ
• თუ გჭირდებათ მხოლოდ კვერცხის ცილა, გული კი გინდათ შეინახოთ რამდენიმე დღით, გახვრიტეთ კვერცხი ნემსით ორივე მხრიდან - ცილა გამოვა, გული კი დარჩება ნაჭუჭში.
• იმისათვის, რომ სააბაზანოში ნაკერებს მოაცილოთ ჭუჭყი და ობი საჭიროა: პატარა ჯამში დაასხათ 1 ჭიქა ცხელი წყალი, დაამატოთ 2 სავსე ს.კ. სოდა და 1 ს.კ. სარეცხი ფხვნილი. კარგად აურიეთ და ძველი კბილის ჯაგრისით გარეცხეთ ჭუჭყიანი ადგილები. რამდენიმე დამუშავების შემდეგ ობი აღარ დაბრუნდება.
• საღებავის სუნი, რომელიც რჩება ბინაში რემონტის შემდეგ, მალე გაქრება, თუ რამდენიმე ადგილას დადებთ თეფშებს მარილით.
• ავტომანქანის შუშები არ დაორთქლდება, თუ მათ გაწმინდავთ მარლაში გახვეული ნოტიო მარილით.
• უსიამოვნო სუნი სამზარეულოში გაქრება, თუ დაწვავთ ფორთოხლის ან ლიმონის ქერქს.
• ჟანგიანი ლაქები აბაზანიდან ან ნიჟარიდან შეიძლება მოაცილოთ წყალბადის ზეჟანგის და ნიშადურის თანაბარი რაოდენობის ნარევით ან ცხელი ძმრით, რომელშიც გახსნილია ცოტაოდენი მარილი.