12 ივლისი, 2015
აირჩიეთ თვალი და გაიგეთ, რა ტიპის ადამიანი ხართ
თვალი - სულის სარკეა. მათ ბევრი რამის თქმა შეუძლიათ თქვენს პიროვნებაზე.

1. თუ პირველი ვარიანტი აირჩიეთ, თქვენი მთავარი თვისება - გახსნილობაა

თქვენ ხართ ადამიანი, ვისაც ახალი ურთიერთობები სიამოვნებას ანიჭებს. თქვენ შეგიძლიათ გული გადაუშალოთ ნებისმიერ ადამაინს. ხშირად რისკავთ და თავსაც იტეხთ, მაგრამ ეს თქვენს ჩაკეტილობას არ იწვევს.

არასდროს აჩვენებთ გარშემომყოფებს თქვენს შიშსა თუ მერყეობას. ფიქრობთ, რომ ყველა პრობლემა თავად უნდა გადაწყვიტოთ. ამასთანავე მზად ხართ ყველას დაეხმაროთ.

2. თქვენი მთავარი თვისება - პატიოსნება

თქვენ იმ კატეგორიას ეკუთვნით, რომლებიც აღმერთებენ
კარგი შთაბეჭდილების მოხდენას სხვებზე და ცდილობენ ყველაფერი სწორად გააკეთონ. მიგაჩნიათ, რომ ადამიანი ქცევის მიხედვით ფასდება.
არასდროს ეუბნებით სხვებს, როცა ცუდად ხართ. ცხოვრობთ იმისთვის, რომ თავი სხვებს მიუძღვნათ.

3. თუ მესამე აირჩიეთ, ე.ი. სწორედ ახლა თქვენ უბედური ხართ

როგორც ჩანს მძიმე წარსული გქონდათ და მისი გავლენა დღესაც მოგყვებათ. ცხოვრება სასტიკი გეჩვენებათ, ცდილობთ საკუთარი სამყარო იპოვოთ, მაგრამ ჯერ არ შეგიძლიათ. არავის უმხელთ ფარულ ფიქრებს, რადგან თვითონაც კარგად იცით, რომ ყველაფერი დალაგდება. უბრალოდ რთული პერიოდი გაქვთ, რომელსაც გადალახავთ.

4. თუ მეოთხე თვალზე შეჩერდით - სულის სიღრმეში ფილოსოფი ხართ

თქვენ ის ტიპი ხართ, რომელიც ისეთ რამეზე ჩაფიქრდება, რაც უკვე დიდი ხანია აღარავის აინტერესებს. ყველაფრის სიღრმისეულად შესწავლა გსურთ, ხშირად იკარგებით ფიქრებში და გარშემო ვერავის ამჩნევთ. თქვენთვის ცხოვრება - უზარმაზარი, დაუსრულებელი თავსატეხია.

5. მეხუთე თვალი - იდუმალი, ამოუცნობი სულის სიმბოლოა

თქვენ დღემდე ვერ გაგირკვევიათ ვინ ხართ და სად არის თქვენი ადგილი ამ სამყაროში. ხასიათი ყოველდღე, ხანდახან დღეში რამდენჯერმეც გეცვლებათ. ჩვეულებრივ ნაკლებად საუბრობთ და არც საკუთარ თავზე ლაპარაკი გიყვართ. სხვისი ცხოვრების ამბებით უფრო ინტერესდებით.

6. დიდი მგრძნობელობით გამოირჩევით

თქვენ ხართ ადამიანი, რომელიც ყველაფერს ამჩნევს და არაფერი ავიწყდება. ღრმა გრძნობები გაქვთ, ხანდახან სულელურადაც იქცევით, მაგრამ ყოველთვის საყვარლები ხართ. ძალიან ადვილია თქვენი გაცინება ან ატირება.
პოზიტიური ადამიანი ხართ და ცხოვრებისგანაც კარგს მოელით. თუ მსოფლიოში რაიმე გაუგებარი ან ახალი ხდება, გინდათ პირველმა გაიგოთ.

7. თუ 7 აირჩიეთ - სულის სიღრმეში მუდამ იწვით

სავსე ხართ ენერგიითა და ვნებით. ან მთელი გულით გიყვართ, ან მთელი არსებით გძულთ. ნებისმიერ კითხვასა და საკითხზე საკუთარი აზრი გაქვთ. დიდი ენერგია გაქვთ და ხანდახან მხოლოდ ნერვიულობასა და შფოთვაში ხარჯავთ.
თუ ვინმეს დახმარება არ შეგიძლიათ - თქვენთვის ეს დიდი ტრაგედიაა.

8. მთავარი მახასიათებელი - ექსცენტრიულობაა

ხართ ადამიანი, რომელსაც უჩვეულო ინტერესები აქვს. ზოგიერთისთვის ძალიან უცნაური ადამიანი ჩანხართ, თუმცა თქვენ ეს არ განაღვლებთ.
არ გიყვართ წესები და ტრადიციები. ეძებთ საკუთარ გზას. გსურთ თქვენი მსგავსი ადამიანის პოვნა.

9. თუ მეცხრე თვალს ირჩევთ, ცხოვრებაში თქვენს ინტუიციას მიჰყვებით

თქვენ შეგიძლიათ გამოიცნოთ რას გრძნობს ადამიანი, არა სიტყვიდან გამომდინარე, არამედ მისი ინტონაციითა და მიმიკით. საერთოდ ბავშვობიდან კარგად ერკვევით ადამიანებში.
ყოველთვის ხვდებით, როცა ვინმე სხვებით მანიპულირებს და აუცილებლად ამხელთ ტყუილში.

ანა ვერძაძე

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS