იპოვოთ სიყვარული
20 წლისამ არა იმ ადამიანის ძიებაზე უნდა იფიქრო, რომელსაც ეყვარები, არამედ ეძიო ის, რასაც შეიყვარებ. კონცენტრირებული იყავით კარიერაზე, გართობასა და ვნებებზე. საკუთარი თავის სიყვარული ისწავლეთ, ვიდრე სხვა სიყვარულის ძიებას დაიწყებთ, რადგან 20 წლის ასაკში უნდა გიყვარდეთ საკუთარი თავი, 30 წლისამ კი ეს სიყვარული სხვებს უნდა გაუზიაროთ.
20 წლის ასაკში ქორწინება ისეთივე მოძველებული აზროვნებაა, როგორც ვიდეომაგნიტოფონი, გამოუსადეგარი და არაპროდუქტიული. 20 წლისას - ერთი ღამით უნდა დარჩეთ,უნდა გამოსცადოთ ცუდი პირველი პაემანი და სხვა მსგავსი შეცდომები.
ბავშვების ყოლა
ნამდვილად გინდათ ბავშვები 20 წლის ასაკში? კარგად დაფიქრდით რას ითხოვთ. ეს ის საბედისწერო შემთხვევაა, რომელსაც თქვენი მომავალი ეწირება, როცა ოცნებების დროა.
ასე რომ ისარგებლეთ თქვენი ასაკით, რადგან შემდეგ ამის დრო აღარ გექნებათ.
გახდეთ წარმატებული
წარმატება მარტივად არ მოდის. 20 წლისას ვალების გასტუმრება და ყველა მექანიზმის შესწავლა გიწევთ. 30 წლის ასაკში კი სარგებელი უნდა მიიღოთ.
ნუ ღელავთ იმაზე, რომ არ გაქვთ სამსახური ან მაღალი ანაზღაურება. საკუთარი ბრენდის შექმნისთვის და ოცნებების ასახდენად დრო დაგჭირდებათ. ამიტომ მოუთმენლად დაელოდეთ უზრუნველ ცხოვრებას.
ანა ვერძაძე