07 ივლისი, 2015
განთავისუფლდით კოშმარებისგან - 9 წესი როგორ ნახოთ კარგი სიზმრები
გვიან ღამით დანაყრება, კარგი სიზმრების მთავარი მტერია კოშმარული და არასასიამოვნო სიზმრებისგან თავის არიდება აბსოლუტურად შესაძლებელია, თუ შემდეგ წესებს დაიცავთ:

1. დაძინებამდე აუცილებლად გაანიავეთ ოთახი. სწორედ სუფთა ჰაერი განაპირობებს მშვიდ ძილსა და კარგ სიზმრებს.

2. ერიდეთ ისეთ გამღიზიანებელ ფაქტორებს, როგორიცაა შუქი, ხმაური, ვიბრაცია. სწორედ ეს ფაქტორები ძაბავს ადამიანის ნერვულ სისტემას და კოშმარულ სიზმრებს იწვევს.

3. მიუხედავად იმისა, რომ ფიზიკური დატვირთვა ძილის წინ არ არის რეკომენდებული, კარგი სიზმრებისთვის, დაძინებამდე 2 საათით ადრე მსუბუქი ვარჯიში აუცილებლად წაგადგებათ.
განსაკუთრებით კი სუფთა ჰაერზე
გასეირნება.

4. გვიან ღამით დანაყრება, კარგი სიზმრების მთავარი მტერია. ბოლო კვება დაძინებამდე 4 საათით ადრე უნდა მოხდეს. თუ შიმშილი დაძინების საშუალებას არ გაძლევთ, შეგიძლიათ მიირთვათ ხილი ან მწვანე ჩაი.

5. თავი დაანებეთ სამსახურის პრობლემებზე ფიქრს და ნუ დაიტვირთებით გეგმებით.

6. მოუსმინეთ წყნარ მუსიკას ან უყურეთ საყვარელ ფილმს ( გარდა საშინელებათა და ფანტასტიკისა).

7. მიიღეთ თბილი, ეთერზეთებით გაჟღენთილი ვანა.

8. დღის რეჟიმი არა მარტო დისციპლინირებულსა და ორგანიზებულს გხდით, არამედ უზრუნველყოფს ღრმა და მშვიდ ძილს. მიეჩვიეთ ერთსა და იმავე დროს დაძინებას.

9. დაძინებისას, კომფორტულად მოეწყვეთ და იფიქრეთ სასიამოვნოზე.

ანა ვერძაძე

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS