04 ივლისი, 2015
ტყუილის გამართლება და 10 სხვა კანონის დარღვევა ბედნიერი ცხოვრებისთვის
1. ტყუილი დასაშვებია!

თუნდაც ყოველგვარ მორალურ პრინციპს აჭარბებდეს, პარტნიორთან აბსოლუტური პატიოსნება დაუშვებელია. გაუფრთხილდით საყვარელი ადამიანის გრძნობებს და ნუ ატკენთ გულს უსარგებლო დეტალებით.

2. კამათი განქორწინებას არ ნიშნავს

არასდროს კამათობთ? თუ კონფლიქტს ერიდებით, სწორედ ფარულ უკმაყოფილებები მიგიყვანთ განქორწინებამდე. დუმილს, სჯობს ბრაზისგან განთავისუფლდეთ.

3. ბავშვები - ქმრის დავიწყების მიზეზი არ არის

ამბობენ, ბავშვის დაბადების შემდეგ ქალს ქმარი აღარ უყვარსო. მაგრამ გახსოვდეთ, რომ ბედნიერი ბავშვები მხოლოდ იმ ოჯახებში იზრდებიან სადაც მშობლებს შორის სიყვარული მეფობს.

4. საწოლი შეგარიგებთ

ნათქვამია, რომ ყველა კამათი და
წყენა მზის ჩასვლამდე უნდა დაივიწყოთ. ფსიქოლოგები კი საპირისპიროს ამტკიცებენ: როცა განაწყენებული ხართ, თუ კარგად დაისვენებთ, აუცილებლად იფიქრებთ პრობლემის მოგვარებაზე.

5. განცალკევებით ძილი

კიდევ ერთი სტერეოტიპი - აუცილებელია ცოლ-ქმარს ყოველთვის ერთად ეძინოს. თუ რთული დღის შემდეგ კარგად გამოძინება გჭირდებათ, უმჯობესია სხვა ოთახში დაიძინოთ. განცალკევებით ძილი - ჯანმრთელობის, გონიერებისა და ქორწინების შენარჩუნების გარანტია.

6. გამუდმებით ერთად ყოფნა

ის, რომ ცოლ-ქმარმა თავისუფალი დრო ყოველთვის ერთად უნდა გაატაროს, სისულელეა! აუცილებელია ხანდახან ერთმანეთს გაეცალოთ.

7. განსხვავებული ჰობი

არ არის აუცილებელი ყველა ჰობი გაინაწილოთ.

8. მოწყენილობა

თითქოს კარგი ცოლ-ქმარი არასდროს იწყენს. თუ მოგეწყინებათ მოიწყვეთ თავგადასავლებით სავსე არდადეგები. მოწყენილობა კი ნამდვილად არ გახდება განქორწინების მიზეზი.

9. სექსი - ოჯახური ბედნიერება

სექსით იმისთვის არ კავდებიან, რომ მეორე ნახევარი გააბედნიერონ. ჰარმონიული სექსუალური ურთიერთობა მყარი ქორწინების საფუძველია.

10. სიყვარული ქრება, ოჯახი კი რჩება

სამწუხაროდ დროსთან ერთად ქრება სიყვარულიც. რჩება პატივისცემა, ყურადღება და იმედი. ოჯახის დანგრევას ხშირად ერთ-ერთი მეუღლის ღალატი იწვევს. სტაბილურობა და ნდობა კი ყოველთვის არის მტკიცე ქორწინების მიზეზი.

ანა ვერძაძე

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS