04 ივლისი, 2015
7 საფრთხე, რომელიც სექსზე უარის თქმის შემთხვევაში გემუქრებათ
სექსი ჯანმრთელობაა და მნიშვნელოვანია როგორც მამაკაცებისთვის, ასევე ქალებისთვის, ამიტომ სექსზე უარის თქმა ადამიანს დიდ ტრავმას აყენებს. აქციეთ ის ყოველდღიური ცხოვრების განუყოფელ ნაწილად.

1. აგრესია და გაღიზიანება

სექსის დროს ადამიანის ორგანიზმში გამოიყოფა პოზიტიურობასა და კარგ განწყობაზე პასუხისმგებელი ჰორმონი, ამიტომ ადამიანი მშვიდდება და კარგ ხასიათზეა.

2. მტკივნეული მენსტრუაცია

სქესობრივი აქტის პროცესში ქალის ორგანიზმი გამოიმუშავებს ესტროგენს, რაც მენსტრუაციის დროს ტკივილს აყუჩებს.

3. ზედმეტი წონა

გოგონები, რომლებიც სექსუალურ ცხოვრებას წყვეტენ, შესამჩნევად იმატებენ წონაში. ერთი სექსუალური აქტის დროს იმდენ კალორიას წვავს ადამიანი, რამდენსაც
15 წუთიანი სირბილისას.

4. იმუნიტეტის დაქვეითება

სექსის მოყვარულების ორგანიზმში 30%-ით მეტი ანტისხეულია. ამიტომ სექსუალურად აქტიური ქალები იშვიათად ცივდებიან და ემართებათ სხვა ინფექციური დაავადებები.

5. მეხსიერების გაუარესება

ამერიკელი მეცნიერების მტკიცებით, ორგაზმის დროს, სისხლი ყველა ორგანოს და მათ შორის ტვინსაც მაქსიმალური სიჩქარით მიეწოდება - დადებითად აისახება მეხსიერებაზე. ყოველი ორგაზმის დროს, ქალი მეტ ინტელექტს იძენს.

6. უძილობა

ხარისხიანი სექსის შემდეგ სწრაფად და ადვილად გეძინებათ. სექსუალური კონტაქტის გაწყვეტის გამო კი სისხლში სწრაფად ეცემა გლიკოგენი, რომელიც კუნთებს კვებავს. მისი უკმარისობის შემთხვევაში ადამიანი თავს ძალიან ცუდად გრძნობს.

7. პრობლემური კანი

ხშირი სექსის დროს ორგანიზმში იზრდება კოლაგენი, რაც კანს გლუვსა და ხავერდოვანს ხდის. ასევე იწმინდება სახე გამონაყარისგან. გამოკვლეულია, რომ წყვილი, რომელიც კვირაში მინიმუმ 3-ჯერ კავდება სექსით, 30 წლის შემდეგ 2-3 წლით ახალგაზრდულად გამოიყურებიან მათგან განსხვავებით, ვინც თავს იკავებს.

ანა ვერძაძე
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS