1620 წელს ბენ ელიაკიმმა თავის ქალიშვილს დაუწერა წიგნი "კეთილი გული", სადაც განიხილავდა "იდეალური ცოლის 10 მცნებას".
ყველა გოგონას ვურჩევთ, წაიკითხოს და დაიზეპიროს:
1. არ გააღვიძოთ, როცა სძინავს;
2. ნუ ალოდინებთ მეუღლეს ჭამისთვის. შიმშილი - სიბრაზის პირველი მიზეზია;
3. ნუ შეეწინააღმდეგები და ნუ დაუწყებ მტკიცებას, რომ შენი რჩევა მისას სჯობს;
4. ნუ ეტყვი იმას, რაც არ სიამოვნებს. თუ ისე
5. არ გაამართლო მისი მტრები და გიყვარდეს მისი მეგობრები;
6. ნუ მოელი მისგან შეუძლებელს;
7. გაუფრთხილდი მის ფულს. გაანდე ფინანსური საკითხები;
8. შეინახე მისი საიდუმლოებები. თუ ტრაბახი უყვარს, ესეც საიდუმლოდ შეინახე;
9. თუ მის თხოვნებს გაითვალისწინებ, ყველაფერში დაგემორჩილება;
10. უფრთხილდი როცა გაბრაზებულია. ასეთ დროს ნურც მხიარულად იქნებით და ნურც წაეჩხუბებით - გაუღიმე და მშვიდად ესაუბრე.
ანა ვერძაძე