02 ივლისი, 2015
7 სულიერი კანონი, რომელიც თქვენს ბედს შეცვლის
1 კანონი - რასაც დასთეს, იმას მოიმკი

თუ გამუდმებით ნეგატივს თესავთ, საპასუხოდ პოზიტივს ნუ დაელოდებით. ხოლო თუ ბედნიერება, მშვიდობა და სიყვარული გწყურიათ, დათესეთ ეს ადამინების გულებში და აუცილებლად მოიმკით იმავეს!

2 კანონი - შექმნა

"ღმერთმა ადამიანი თავის ხატად და მსგავსად შექმნა" - ამიტომ ადამიანსაც აქვს შემოქმედების უნარი. თავდაპირველად ფიქრში ქმნით, შემდეგ კი რეალობაში მოგყავთ. ჯერ იდეას ეყრება საფუძველი, შემდგომ კი მატერიალური საშუალებებით ახერხებთ მის განხორციელებას. ამიტომ, მნიშვნელოვანია მიჰყვეთ თქვენს ფიქრებს!

3 კანონი - თავმდაბლობა, მორჩილება,
სიმშვიდე

"ღმერთი ამაყების წინააღმდეგაა, თავდაბლების მიმართ კი მადლიერია".
წინსვლისთვის ხანდახან შეგუება და სიმშვიდეა საჭირო. მხოლოდ დამშვიდებულზე მიიღებთ სწორ გადაწყვეტილებას და განაგრძობთ წინ სვლას.

4 კანონი - მადლიერება

"მადლიერები იყავით ყველაფრისთვის - ასეთია ღვთის განგება".
როდესაც ცხოვრებაში ყველაფერი კარგად მიდის, მადლიერი იყავით. როცაისე ვერ არის, მაინც იპოვეთ ისეთირამ რისთვისაც მადლობას იტყვით. ისწავლეთ ბედნიერების დანახვა წვრილმანებში! ეს დიდად დაგეხმარებათ რთულ პერიოდში.

5 კანონი - სიყვარული

"გიყვარდეთ მტერი თქვენი, დალოცეთ თქვენი მაწყევარი, სიკეთით უპასუხეთ ვისაც სძულხართ და ილოცეთ მათთვის ვინც გაწყენინათ". ხანდახან გეჩვენებათ, რომ ეს შეუძლებელია, მაგრამ ვერც კი წარმოიდგენთ როგორი სასწაულების მოხდენა შეუძლია სიკეთის ქმნას მათთვის, ვინც ამას არ იმსახურებს!

6 კანონი - პატიება

"მიუტევეთ და მიგეტევებათ". პატიების ძალა ერთ-ერთი ყველაზე დიდი ძალაა. არის მომენტები, როცა ადამინზე ნაწყენი ხართ, მან კი ამის შესახებ არც იცის და ბედნიერად ცხოვრობს. ასე მოიქეცით თქვენც! აპატიეთ და იცხოვრეთ ბედნიერად და თავისუფლად!

7 კანონი - რწმენა

ყველაფერი, რასაც ცხოვრებაში ელით ან გემართებათ - თქვენი რწმენის შედეგია. ისიც კი რაც თვალით არ გინახავთ - გწამთ. ასე რომ იყავით კარგის მოლოდინში. დარწმუნებული იყავით იმაში, რომ ყველაფერი კარგად იქნება და ასე წარიმართება თქვენი ცხოვრებაც.
ალბათ გააცნობიერეთ, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ეს სულიერი კანონები, რომლებიც ღმერთმა დააწესა.. თუ გაითვალისწინებთ შეძლებთ ბედი შეცვალოთ და თქვენი ცხოვრება სასწაულებით გაივსება.

ანა ვერძაძე

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS