ორშაბათი
დედამიწა ორშაბათს შეიქმნა. ამ დღეს ბრძენი და მონდომებული ადამიანები იბადებიან. უყვართ ექსპერიმენტები და ვიზუალურადაც კარგად გამოიყურებიან, აქვთ კარგი გემოვნება. თამამად ფლირტაობენ ყველასთან, თუმცა ბოლომდე მხოლოდ ერთეულებთან იხსნებიან. მათი სახით ყველაზე შემოქმედებით და რომანტიკულ საყვარელს შეიძენთ.
სამშაბათი
მოხდენილობისა და ელეგანტურობის გამო სექსუალურად სასურველი პარტნიორები არიან. ხშირად ეგოისტები, თუმცა შესანიშნავი საყვარლები, რადგან კარგი ინტუიციის წყალობით ყოველთვის იციან რით ასიამოვნონ პარტნიორს.
არასდროს ამხელენ სურვილებს ხმამაღლა, მაგრამ იცოდეთ - მათთვის შეუძლებელი არაფერია, მზად არიან მრავალფეროვნებისთვის, არ უყვართ მონოტონურობა, არიან ორიგინალურები. მთავარი მიღწევა - ორგაზმია. რაც მეტს მისცემთ, ორმაგს დაგიბრუნებთ.
ხუთშაბათი
ცხოვრებისგან მაქსიმუმს იღებენ. არიან გაბედულები, მათთან არ მოიწყენთ. ნატურით მებრძოლებს, თავიდანვე გაუმხილეთ საწოლში ყველა ინტიმური და ტაბუირებული საკითხი, ტყუილს არ გაპატიებთ.
პარასკევი
ფიზიკურ ურთიერთობაზე მეტად, მათთვის მნიშვნელოვანია გრძნობები, პატივისცემა, გაგება და ჰარმონიული ურთიერთობა. ჩაახედეთ სულში და იგემებთ ცხოვრების სიტკბოს. საწოლში სრული გაგება გელით.
შაბათი
ეს ადამიანები გამოირჩევიან ენერგიულობითა და ორიგინალური იდეებით. ადრენალინი მათი ცხოვრების კრედოა. თუ ოდესმე ეს პარტნიორი გყოლიათ, ერთად გატარებული ღამეების ნოსტალგია დიდხანს გაგყვებათ.
კვირა
ყველაზე სასურველი პარტნიორი. საიმედო, სტაბილური, ლამაზი როგორც ვიზუალურად ისე მორალურად. მისგან ყოველთვის მიიღებთ საპასუხო სიამოვნებას. კვირის ადამიანები აფასებენ სიმდიდრესა და სილამაზეს. გარდა ფიზიკური კმაყოფილებისა, თქვენ გელით ესთეტიკური სიამოვნება.
ანა ვერძაძე