30 ივნისი, 2015
10 მიზეზი, რატომ არიან ზოდიაქოთი ტყუპები დედამიწაზე ყველაზე დადებითი ადამიანები
1. კომუნიკაბელურები

ინტელექტის უნიკალური კომბინაციის, კარგად საუბრისა და ენთუზიაზმის წყალობით ტყუპები მსოფლიოში საუკეთესო თანამოსაუბრენი არიან. შუძლიათ განიხილონ ყველაფერი.

უყვართ სწავლა და შემდეგ სხვებისთვის გაზიარება. ეჭვიც არ შეგეპაროთ, რომ ხანდახან, მოცემული რჩევებით თქვენი ცხოვრების შეცვლაც შეუძლიათ.

როცა ისინი ახალ ურთიერთობას იწყებენ, მაშინვე არკვევენ მათთვის საკამათო თემას, რათა გაერკვნენ რა და როგორ.

ტყუპები - შესანიშნავი მეგობრები არიან. უყვართ საუბარი და ჭორაობა. და თუ რჩევა გჭირდებათ, მიმართეთ მათ.

2. არიან სწრაფები

ტყუპები სწრაფად ფიქრობენ და მოქმედებენ. ამ ზოდიაქოს ნიშნის ქვეშ
დაბადებული ადამიანებისთვის მოთმენა და უმოქმედობა აუტანელია.

თუ იგრძნობენ, რომ მოქმედების დროა - იწყებენ ახლავე, დღეიდან!

თუ ვერ გაუძლებთ მის ტემპს - ჩამორჩებით, ის კი არ დაგელოდებათ.

3. შემოქმედებითი და მარჯვეა

ტყუპები - ყოველმხრივ ნიჭიერი ადამიანები არიან. არტისტული და კულტურულები.
მათი ერთადერთი ნაკლი ისაა, რომ ერთდროულად ეჭიდებიან რამდენიმე საქმეს. ამას კი ყოველთვის კარგ შედეგამდე ვერ მივყავართ.

იმ შემთხვევაში კი, თუ ტყუპები ისეთ საქმეს შეეჭიდებიან, რაც მათთვის მნიშვნელოვანია, შედეგი აუცილებლად გასაოცარი იქნება. კენედი, ჩე გევარა, ანჯელინა ჯოლი, კეინი ვესტი - ტყუპები არიან.

4. მათში ერთდროულად რამდენი პიროვნებაა

გაორებული ხასიათი - ტყუპების სავიზიტო ბარათია. ასე ფიქრობს ხალხი.

თუმცა, სინამდვილეში, ტყუპების უმრავლესობას - უთვალავი პირადი ხასიათი აქვს. ამ ზოდიაქოს ნიშნის ქვეშ დაბადებულები შესანიშნავად ადაპტირდებიან ნებისმიერ გარემოში და ყოველთვის მიჰყვებიან საკუთარ ინტუიციას. ყველასთან განსხვავებულად მოაქვთ თავი, ეწყობიან ნებისმიერ ადამიანს.

შესაძლოა ზოგიერთმა იფიქროს, რომ ტყუპები არ არიან გულწრფელები და საკუთარ თავს არ ეკუთვნიან, მაგრამ ეს მხოლოდ ერთ-ერთია მის მრავალმხრივ მახასიათებლებს შორის.

5. ძნელია მიჰყვეთ მათ

მათ არ უყვართ, როცა რაიმე ტიპის ვალდებულებას განიცდიან. როცა ეუბნებიან "პასუხისმგებლიანი იყავი", ეჩვენებათ, რომ ეს ადამიანი მის დახრჩობას აპირებს.

ურთიერთობისას სურთ საუკეთესოთა შორის საუკეთესოები იყვნენ. ინიციატივას საკუთარ თავზე იღებენ, მაგრამ შემდეგ უკვალოდ ქრებიან.

უკეთესია მათ გვერდით ისეთი ადამიანი იყოს, ვინც ასევე აფასებს დამოუკიდებლობას, თავგადასავლები სწყურია და სურს მაქსიმალურად ეფექტურად გალიოს ცხოვრება.

6."შეშლილები" არიან

როცა ტყუპებს უყვარდებათ, ყველაფერი იცვლება. თუმცა უნდა ვაღიაროთ, რომ მათი შეყვარება რთულია.
არიან საშინლად ეჭვიანები და უგუნურად იქცევიან, თუ იგრძნობენ რომ სიყვარული მათ რაღაცაში შეზღუდავს.

ჯობს არ გააბრაზოთ. ტყუპები იმ კატეგორიას განეკუთვნებიან, რომლებიც კედლიდან ყრიან სურათებს და ამსხვრევენ, რამდენიმე საათში კი ბოდიშს იხდიან და ნამსხვრევებს ალაგებენ.

დიახ, ხანდახან ჭკუიდან იშლებიან, მაგრამ ეს მხოლოდ იმის ნიშანია, რომ ზრუნავენ და განიცდიან ურთიერთობაზე. ასე რომ, ბრაზდებიან მხოლოდ მაშინ, როცა საამისო მიზეზი ეძლევათ.

7. არიან ზედაპირულები

უყვართ ყურადღების ცენტრში ყოფნა. ხშირად ისინი ვერ სწვდებიან საგნის სიღრმეებს, ვერ აფასებენ ადამიანებსა და სერიოზულ სიტუაციებს სათანადოდ. ზედაპირულად გამოაქვთ დასკვნები. ეს ტყუპების ყველაზე დიდი ნაკლია.

8. უჭირთ გადაწყვეტილების მიღება

შესაძლოა ვიღაცას ძალიან აწუხებდეს მათი მერყევი ხასიათი. ხასიათი დღეში 20-ჯერ ეცვლებათ, ხოლო გადაუწყვეტაობამ შესაძლოა ვინმე ისტერიკამდეც მიიყვანოს.

ამის გამო ხშირად მოსდით კონფლიქტი და გამუდმებით შფოთავენ.

9. არიან გულუხვები

მაშინაც კი, როცა უჭირთ, ყოველთვის მზად არიან უკანასკნელი ლუკმა გაუნაწილონ სხვებს.
არ გამოირჩევიან მოკრძალებით, და არც ფულთან ურთიერთობა ეხერხებათ. სხვებისთვის უფრო მეტს ხარჯავენ, ვიდრე საკუთარი თავისთვის.

10. პატიობენ, მაგრამ არასდროს ივიწყებენ

ტყუპები ადვილად პატიობენ სხვებს, მაგრამ არ ივიწყებენ, თუ ოდესღაც ვიღაცამ აწყენინათ.
როდესაც თქვენზე ზრუნავენ, შესაძლოა უეცრად წარსულის შეცდომები შეგახსენოთ.

ისინი არაფერს ივიწყებენ, მაშინაც კი თუ დავიწყების სურვილი აქვთ. თუმცა ამას ნუ განიცდით ძალიან - ტყუპები ყოველთვის და ყველას პატიობენ.

ნებისმიერ შემთხვევაში გახსოვდეთ, რომ თუ თქვენს ცხოვრებაში ტყუპები არსებობს, თქვენ უკვე გაგიმართლათ! ხოლო თუ წავლენ, ვერასდროს დაივიწყებთ!

ანა ვერძაძე

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 46 /
მარი
ვაიმე ასე სწორად ჯერ არავის უთქვამს 100% ემთხვევა, ბოლო აბზაცი მთლად ჩემია,თუ წავედი მორჩა, უკან არასდროს ვბრუნდები ჰოდა გამიფრთხილდიიით
18:14 / 02-07-2016
გამოხმაურება / 0 /
ირმა
ტყუპი ვარ ზუსტად რომ ამარტლებს რაც ცერია
20:22 / 23-04-2016
გამოხმაურება / 0 /
ნანა
ზუსტია,ტყუპი ვარ და ასეა ნამდვილად, ჩემს თავს ვებრძვი სულ
23:37 / 22-04-2016
გამოხმაურება / 0 /
თეონა
ზედმიწევნით სწორეა,მეც ტყუპი ვარ და მართლაც ყველა ნიუანსი ემთხვევა ჩემს ხასიათსა და პიროვნულ თვისებებს....
01:19 / 30-11-2015
გამოხმაურება / 0 /
ნამდვილი ტყუპი))))
ამ ჰოროსკოპებმა ხო საერთოდ სულ გადარია ხალხი---რა გამოდის, სამყარო მხოლოდ 12 ტიპის ადამიანებისაგან შდგება?? რომ გამოდიხართ აქ 21 მაისიდა 21 ივნისამდე დაბადებულები და აღფრთოვანებულები ტაშს უკრავთ ტექსტს... გასართობად ნამდვილად კარგი წასაკითხია, მაგრამ როგორ შეიძლება სერიოზულად ირწმუნო ეს ყველაფერი? გონს მოდით, ტყუპებო. ყველა ადამიანი ცალკეული ინდივიდია და თუ განსხვავება არაფერშია, მაშინ მართლა ტყუპები ვყოფილვართ და ვერაა ეს კარგი საქმე)))) თ ვიანგარიშებთ, რომ დედამიწაზე 1 მილიარდი ადამიანი ცხოვრობს,1/12 ნაწილი, ანუ ნახევარი მილიარდი კაცი ერთნაირი ყოფილა)))))
19:18 / 23-09-2015
გამოხმაურება / 1 /
ქონდარა
ტყუპები რო იყო აზრს უცებ ჩაწვდებოდი და ამას არ დაწერდი
14:13 / 09-05-2018
TOPS