30 ივნისი, 2015
10 მიზეზი, რატომ არიან ზოდიაქოთი ტყუპები დედამიწაზე ყველაზე დადებითი ადამიანები
1. კომუნიკაბელურები

ინტელექტის უნიკალური კომბინაციის, კარგად საუბრისა და ენთუზიაზმის წყალობით ტყუპები მსოფლიოში საუკეთესო თანამოსაუბრენი არიან. შუძლიათ განიხილონ ყველაფერი.

უყვართ სწავლა და შემდეგ სხვებისთვის გაზიარება. ეჭვიც არ შეგეპაროთ, რომ ხანდახან, მოცემული რჩევებით თქვენი ცხოვრების შეცვლაც შეუძლიათ.

როცა ისინი ახალ ურთიერთობას იწყებენ, მაშინვე არკვევენ მათთვის საკამათო თემას, რათა გაერკვნენ რა და როგორ.

ტყუპები - შესანიშნავი მეგობრები არიან. უყვართ საუბარი და ჭორაობა. და თუ რჩევა გჭირდებათ, მიმართეთ მათ.

2. არიან სწრაფები

ტყუპები სწრაფად ფიქრობენ და მოქმედებენ. ამ ზოდიაქოს ნიშნის ქვეშ
დაბადებული ადამიანებისთვის მოთმენა და უმოქმედობა აუტანელია.

თუ იგრძნობენ, რომ მოქმედების დროა - იწყებენ ახლავე, დღეიდან!

თუ ვერ გაუძლებთ მის ტემპს - ჩამორჩებით, ის კი არ დაგელოდებათ.

3. შემოქმედებითი და მარჯვეა

ტყუპები - ყოველმხრივ ნიჭიერი ადამიანები არიან. არტისტული და კულტურულები.
მათი ერთადერთი ნაკლი ისაა, რომ ერთდროულად ეჭიდებიან რამდენიმე საქმეს. ამას კი ყოველთვის კარგ შედეგამდე ვერ მივყავართ.

იმ შემთხვევაში კი, თუ ტყუპები ისეთ საქმეს შეეჭიდებიან, რაც მათთვის მნიშვნელოვანია, შედეგი აუცილებლად გასაოცარი იქნება. კენედი, ჩე გევარა, ანჯელინა ჯოლი, კეინი ვესტი - ტყუპები არიან.

4. მათში ერთდროულად რამდენი პიროვნებაა

გაორებული ხასიათი - ტყუპების სავიზიტო ბარათია. ასე ფიქრობს ხალხი.

თუმცა, სინამდვილეში, ტყუპების უმრავლესობას - უთვალავი პირადი ხასიათი აქვს. ამ ზოდიაქოს ნიშნის ქვეშ დაბადებულები შესანიშნავად ადაპტირდებიან ნებისმიერ გარემოში და ყოველთვის მიჰყვებიან საკუთარ ინტუიციას. ყველასთან განსხვავებულად მოაქვთ თავი, ეწყობიან ნებისმიერ ადამიანს.

შესაძლოა ზოგიერთმა იფიქროს, რომ ტყუპები არ არიან გულწრფელები და საკუთარ თავს არ ეკუთვნიან, მაგრამ ეს მხოლოდ ერთ-ერთია მის მრავალმხრივ მახასიათებლებს შორის.

5. ძნელია მიჰყვეთ მათ

მათ არ უყვართ, როცა რაიმე ტიპის ვალდებულებას განიცდიან. როცა ეუბნებიან "პასუხისმგებლიანი იყავი", ეჩვენებათ, რომ ეს ადამიანი მის დახრჩობას აპირებს.

ურთიერთობისას სურთ საუკეთესოთა შორის საუკეთესოები იყვნენ. ინიციატივას საკუთარ თავზე იღებენ, მაგრამ შემდეგ უკვალოდ ქრებიან.

უკეთესია მათ გვერდით ისეთი ადამიანი იყოს, ვინც ასევე აფასებს დამოუკიდებლობას, თავგადასავლები სწყურია და სურს მაქსიმალურად ეფექტურად გალიოს ცხოვრება.

6."შეშლილები" არიან

როცა ტყუპებს უყვარდებათ, ყველაფერი იცვლება. თუმცა უნდა ვაღიაროთ, რომ მათი შეყვარება რთულია.
არიან საშინლად ეჭვიანები და უგუნურად იქცევიან, თუ იგრძნობენ რომ სიყვარული მათ რაღაცაში შეზღუდავს.

ჯობს არ გააბრაზოთ. ტყუპები იმ კატეგორიას განეკუთვნებიან, რომლებიც კედლიდან ყრიან სურათებს და ამსხვრევენ, რამდენიმე საათში კი ბოდიშს იხდიან და ნამსხვრევებს ალაგებენ.

დიახ, ხანდახან ჭკუიდან იშლებიან, მაგრამ ეს მხოლოდ იმის ნიშანია, რომ ზრუნავენ და განიცდიან ურთიერთობაზე. ასე რომ, ბრაზდებიან მხოლოდ მაშინ, როცა საამისო მიზეზი ეძლევათ.

7. არიან ზედაპირულები

უყვართ ყურადღების ცენტრში ყოფნა. ხშირად ისინი ვერ სწვდებიან საგნის სიღრმეებს, ვერ აფასებენ ადამიანებსა და სერიოზულ სიტუაციებს სათანადოდ. ზედაპირულად გამოაქვთ დასკვნები. ეს ტყუპების ყველაზე დიდი ნაკლია.

8. უჭირთ გადაწყვეტილების მიღება

შესაძლოა ვიღაცას ძალიან აწუხებდეს მათი მერყევი ხასიათი. ხასიათი დღეში 20-ჯერ ეცვლებათ, ხოლო გადაუწყვეტაობამ შესაძლოა ვინმე ისტერიკამდეც მიიყვანოს.

ამის გამო ხშირად მოსდით კონფლიქტი და გამუდმებით შფოთავენ.

9. არიან გულუხვები

მაშინაც კი, როცა უჭირთ, ყოველთვის მზად არიან უკანასკნელი ლუკმა გაუნაწილონ სხვებს.
არ გამოირჩევიან მოკრძალებით, და არც ფულთან ურთიერთობა ეხერხებათ. სხვებისთვის უფრო მეტს ხარჯავენ, ვიდრე საკუთარი თავისთვის.

10. პატიობენ, მაგრამ არასდროს ივიწყებენ

ტყუპები ადვილად პატიობენ სხვებს, მაგრამ არ ივიწყებენ, თუ ოდესღაც ვიღაცამ აწყენინათ.
როდესაც თქვენზე ზრუნავენ, შესაძლოა უეცრად წარსულის შეცდომები შეგახსენოთ.

ისინი არაფერს ივიწყებენ, მაშინაც კი თუ დავიწყების სურვილი აქვთ. თუმცა ამას ნუ განიცდით ძალიან - ტყუპები ყოველთვის და ყველას პატიობენ.

ნებისმიერ შემთხვევაში გახსოვდეთ, რომ თუ თქვენს ცხოვრებაში ტყუპები არსებობს, თქვენ უკვე გაგიმართლათ! ხოლო თუ წავლენ, ვერასდროს დაივიწყებთ!

ანა ვერძაძე

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 46 /
Egaaa egg :D
17:11 / 01-07-2015
გამოხმაურება / 0 /
გული
მართლა ზუსტად მასეთები ვართ.
15:54 / 01-07-2015
გამოხმაურება / 0 /
ნონა
ჩემზეა დაწერილი.
15:30 / 01-07-2015
გამოხმაურება / 0 /
აჩი
აქ მგონი ჩემზეა დაწერილი :D
15:14 / 01-07-2015
გამოხმაურება / 0 /
ტყუპის მეზობელი
სათაურში ხომ არ გადააჭარბეთ ისე ? ყველაზე დადებიტი არა ჯონდი ბაღათურია! ეგენი დადებითები არ არიან უბრალოდ ზოგადად ვერ არიან ჯანზე ნამდვილი ტყუპები.ერტი დადებითი რაცაა ჩემი აზრით მაგათ ქმრებს სულ იმის განცდა აქვთ რომ ჰარამხანაში ცხოვრობენ დილით დატოვებნ ,,ერთს,, საღამოს შეხვდება ,,მეორე,,
15:13 / 01-07-2015
გამოხმაურება / 0 /
თაკო
დატანჯული ვარ ფინანსური პრობლემებით :(( ვერასდროს ვახერხებ ფულის სწორად განაწილებას და ხარჯვას :D :D
13:36 / 01-07-2015
გამოხმაურება / 0 /
ტყუპი
სხვათაშორის ნანა,ყველაზე მაგრად მე-6 და მე-8 ემთხვევა თუმცა მე-6 ბრჭყალებს მოვხსნიდი საერთოდ და ასევე ერთს დავამატებ რომ ეგ მარტო თვის მიხედვითაც არ არის,ჰოროსკოპში უამრავია ფაქტორია მე პირადი შემიდგინეს ადრე რამდენიმე წლის უკან ცაგარელის გუნდმა ჩვეულებრივად მივედი 100ლარამდე იყო გადასახდელი და 2 თვის შემდეგ დისკზე ჩაწერილი წამოვიღე არ ვიცი ეხლა ბიზნესია და ფულის გასაკეთებლად თუ რა ხდება მაგრამ დაემთხვა საოცრად ყველაფერი მანდ რჩევებია კიდევ მთავარი და რაც ასევე აღსანიშნავია ტიპიური "ტყუპი" ვარ თურმე მე,რადგან არატიპიურებიც ყოფილან.მაგალიტად ჩემი ყველაზე ახლობელი მეგობარი ქალია უფროსი ასაკის და იმ დღეს განვიხილეთ ეს თემა,ჩვენი დაბ-დღე არის ზუსტად 3 დღის სხვაობით მაისში, ზუსტად და ქალი კვდებოდა სიცილით მაგ თემაზე, იმდენად განსხვავებულები ვართ ჩვენს ხასიათებში ქმედება ემოციები ყველაფერი სულ რაღაც 3 დღეა სხვაობა რიცხვებში ანუ ის ტყუპს არ გავს არაფრით აბსოლიტურად მარტო მე-8 აქვს დამახასიათებელი დანარჩენი არაფერი! მაგ. ცოტა უხერხულია ახლობელზე მაგრამ პირში ვეუბნები იუმორით რომ ტყუპი და ასეთი ძუნწი მეორე არ იქნება თქო,მე 9 გამორიცხულია საკუთარი თავისთვისაც ვერაფერს იმეტებს არათუ სხვისთვის:D მე- 4 ც გამორიცხული თემაა მასთან სრულებით და მე-6 მითუმეტეს მასეთი წყნარი გაწონასწორებული შეყვარებული (ქმარი ყავს) ბუნებაშიც არ არსებობს ალბათ,ვერც გამოხატავს საერთოდ გრძნობას (ქალო სამსახურიდან რო მოდის შენი ქმარი,ცოტათი გაექანე და შემოახტი ზურგზე გაამრავალფეროვნე ურთიერთობები მეთქი და წითლდება მაგაზე ისეთი მორცხვია, ის კაცი ხო უარესი მორცხვია და არიან რა კაი მოწესრიგებული პიონერებივით ). მოკლედ გოგონებო იმის თქმა მსურდა რომ თავად ამ დარგის გურუ ღაღადაბს- ტყუპი არსებობს ტიპიური ანუ აქ რაც არის აღწერილი ერთი-ერთში და არსებობს არატიპიური.
13:21 / 01-07-2015
გამოხმაურება / 0 /
ირინა
ვერაფერს დავამატებ, ყველაფერი ემთხვევა. :)
13:03 / 01-07-2015
გამოხმაურება / 0 /
მეგი
ზუსტად ემტხვევა ოგონდ დავამეტებდი ბევრი საუბარი უკვართ და ზალიან მომხიბლელები არიან
12:35 / 01-07-2015
გამოხმაურება / 0 /
მეგი
მეც იმას დავამატებდი ზალიან ლამაზები არიან გარეგნულად და ბევრი ლაპარაკი უკვართ.ზუსტად ემტხვევა კველაფერი
12:32 / 01-07-2015
გამოხმაურება / 0 /
TOPS