ჯანსაღი ძილისთვის მთავარი კრიტერიუმია დიდი რაოდენობით ჰაერი, რადგან ძილის დროს სწორედ ჰაერი უწყობს ორგანიზმს ხელს ენერგიის აღდგენაში. მაქსიმალურად მოამარაგეთ შენობა ოთახის მცენარეებით.
საძინებლისთვის გამოგადგებათ ის მცენარეები, რომლებიც კი არ საჭიროებენ, არამედ გამოყოფენ ჟანგბადს. მნიშვნელოვანია, მცენარეს პერიოდულად გაუწმინდოთ ფოთლები სველი ნაჭრით. არ განათავსოთ ის საწოლთან - უნარი აქვთ მიითვისონ მძინარე ადამიანის ენერგიის
გადახედეთ რამდენიმე სახეობის მცენარეს, რომლებიც საძინებლისთვის აუცილებელია:

ხლოროფიტუმი - წმენდს ჰაერს მტვრის, ბაქტერიებისა და მიკრობებისგან. საინტერესო ფაქტი: 4 ხლოროფიტუმს, 10 კვ. მეტრის ოთახში, შეუძლია ჰაერის სამი მეოთხედის გასუფთავება.

სპატიფილუმი - აცილებს მავნე ნივთიერებებს, რომლებიც ფანჯრის საშუალებით ხვდება ოთახში. შეგიძლიათ მოათავსოთ ნებისმიერ ოთახში, თუმცა ძილისთვის მშვიდი და ჰარმონიული გარემოს შესაქმნელად უმჯობესია საძინებელში.

ალოე - აუცილებელია საძინებლისთვის, რომელიც დატვირთულია ავეჯით. ალოეს შეუძლია შთანთქოს ფორმალდეჰიდის 90%, რომელსაც ავეჯი გამოყოფს. ახდენს ფოტოსინთეზს - შთანთქავს ნახშირბადს და პარალელურად გამოყოფს ჟანგბადს.

კალანხოე - ეს მშვენიერი, ყვავილოვანი მცენარე გათავისუფლებთ დეპრესიისგან და აქტიურად გამოყოფს ჟანგბადს.

სამეფო ბეგონია - ახდენს ჰაერის დეზინფიცირებას, აქვს მომაჯადოებელი სუნი და გიხსნით დეპრესიისგან. რეკომენდებულია განათავსოთ ოთახში, სადაც მოხუცი ან ავადმყოფი ადამიანი წევს.

ნემსიწვერა - წმენდს ჰაერს, ასუფთავებს მიკრობებისგან. ხსნის უძილობას. კურნავს ქალის სასქესო ორგანოს დაავადებებს. უკუჩვენება - იწვევს ალერგიას.

სანსევიერია - ოთახისთვის ყველაზე ხელსაყრელი მცენარე.

კაქტუსი - იცავს ელექტრომაგნიტური გამოსხივებისგან. აფერხებს ჰაერის იონიზაციას. სასურველია დადგათ კომპიუტერთან და ტელევიზორთან. კაქტუსს ძალიან უყვარს სითბო და სინათლე.

დაფნა - ძველად დაფნის ფოთოლი კარგ საშუალებად ითვლებოდა ბავშვების უძილობის საწინააღმდეგოდ. მოზრდილებისთვის კი უკეთესია როზმარი ან ლავანდი ქოთნით.
ანა ვერძაძე