მეტი და ჯესიკა ჯონსონები დაროქრწინდნენ, მერე კი ისეთი რამ გააკეთეს, რასაც მათგან არავინ ელოდა - თავიანთი სახლი გაყიდეს, მიატოვეს მენეჯერისა და ფინანსისტის წარმატებული კარიერა, იყიდეს პატარა იახტა და უკვე 8 წელია მოგზაურობენ.
თვეში დაახლოები 1000 დოლარს ხარჯავენ და უკვე 16 ქვეყანა მოინახულეს, მათ შორის ბაჰამის კუნძულები, კუბა, იამაიკა და პერუ. გაჩერებას არ აპირებენ. კატა ჯორჯთან ერთად იღებენ ახალ შთაბეჭდილებებს და სხვა ადამიანებზეც უდიდეს გავლენას ახდენენ თავიანთი ამბით.
"ეს 2007 წლის ზაფხულში მოხ
და. მიჩიგანის ტბაზე ვისვენებდით და შევნიშნე, რომ მეტი ზღვაში მოცურავე ნავებს გაჰყურებდა, - იხსენებს ჯესიკა, - მერე მომიტრიალდა და მკითხა: "ჯეს, ჩვენ ახლა შეგვიძლია ჩვენი დიდი სახლი ვიყიდოთ ან მთელი ჩვენი დანაზოგი ნავში დავხარჯოთ. რას ფიქრობ, რომელი კობს?" ასე გადავწყვიტეთ, რომ გვსურდა, საზაფხულო სეზონი წყალშუ გაგვეტარებინა. თუმცა 2011 წელს სახლიც გავყიდეთ და მივხვდით, რომ გვინდოდა ისევ გვემოგზაურა და სრულიად შეგვეცვალა ჩვენი ცხოვრება. რამდენ ხანს გაგრძელდება ეს - 5, 6 წელი თუ მეტი, არ აქვს მნიშვნელობა".
იხილეთ გაგრძელება