ერთი ღვეზელის რეცეპტი გამახსენდა, რომელსაც სწორედ ანანასის წვენი სჭირდება. გამოვაცხვე ღვეზელი. ღვეზელს რატომღაც მხოლოდ კვერცხის გული სჭირდება, ცილა კი დარჩა. ხომ არ გადავაგდებდი?! მაცივარში რომ შევინახო, მაინც მომიწევს მისი გადაგდება.
მოვიფიქრე! ბეზეს გაკეთება შეიძლება. ადვილია, სწრაფად მზადდება და გემრიელია. ბეზეში გამოვიყენე ლიმონის კანი. ლიმონს
აჰა! სალათისთვის გამომადგება, გემრიელია. ახლა ვუყურებ ხახვს - ერთი ნახევარი სალათისთვის დამჭირდა, მეორე ნახევარი კი დარჩა.
სპაგეტისთვის ტომატის გემრიელი სოუსის მომზადება შეიძლება. მაცივარში ჩემივე მომზადებული პომიდვრის წვენი ვიპოვე. ნახევარი დაიხარჯა, დანარჩენი სად წავიღო? გასაფუჭებლად მენანება, მე ხომ ვიწვალე, მოვამზადე, თანაც ნატურალურია, კონსერვანტების გარეშე.. გახსნილი დიდხანს არ შეინახება.
ცოტახანს ვიფიქრე და ბორშის მომზადება გადავწყვიტე. სახლში არ აღმომაჩნდა ჭარხალი, სასწრაფოდ გავეშურე მაღაზიაში. ვიყიდე ჭარხალი, კარტოფილი, ხაჭო, არაჟანი, კბილის პასტა, წინდები (ფასდაკლებით), ფეხსაცმელი (ესეც აქციით), საპნის რამდენიმე შეკვრა, ყოველი შემთხვევისთვის.
უკან დაბრუნებისას ბანკში შევიარე, გადავიხადე კომუნალური გადასახადები, ბანკთან ახლოს შესაკეთებლად დატოვებული ფეხსაცმელიც გამოვიტანე, პურის საცხობში ბავშვებისთვის ახალი ბულკები ვიყიდე და ამ ყველაფრით ხელში ძლივს მივაღწიე სახლამდე. მოვამზადე ბორში.
აღარ მიმიქცევია ყურადღება კიდევ დარჩა თუ არა რაიმე. ჩავჯექი სავარძელში, წელი მტკივა, ფეხებს ვეღარ ვიმორჩილებ, ხელებს ვერ ვგრძნობ..
ვფიქრობ, რა სულელი ვარ! სჯობდა ის ანანასის წვენი დამელია!!!
ანა ვერძაძე