1. საკმარისია
რატომ ვიტანჯებით ცხოვრებაში? გამუდმებით რაღაც გვაკლია. არ გვყოფნის ფული, სიყვარული, ყურადღება, თავდაჯერებულობა და ა.შ.
და რა მოხდება, არასაკმარისზე ფიქრის ნაცვლად, საკმარისზე ვიფიქროთ?
სამყარო, ღმერთი თუ ცხოვრება, რომელიც გსურთ - იმას გაძლევთ, რაზეც ყველაზე მეტად ფიქრობთ.
უთხარით თქვენს თავს - " მე საკმარისი სიყვარული მაქვს". რას გრძნობთ როცა ამას ამბობთ?
სიხარულის განცდა იმატებს და ხვდებით, რომ საკმარისი ფული, ჯანმრთელობა და სიყვარულიც გაქვთ.
ისე იფიქრეთ, როგორც მოგესურვებათ - "მე საკმარისად
ითამაშეთ ამ სიტყვებით როგორც გსურთ!
იგრძენით, რომ ყველაფერი უხვად გაქვთ.
როგორც კი მოიწყენთ, გაიხსენეთ ეს სიტყვები და შეცვალეთ სიტუაციის მიხედვით.
უქონლობა - ეს თქვენთვის არ არის!
ყველაფერი უხვად გაქვთ!
ეს იდეა დონალდ უოლშის წიგნს - "ღმერთებთან საუბარს" ეკუთვნის.
2. ღირსია
თუ რაიმე არ გაქვთ, ე.ი არ გვჭირდებათ ან თავს ამის ღირსად არ მიიჩნევთ. ამიტომ ზემოთ მოცემული სქემის მსგავსად იმეორებ: " მე სიყვარულის ღირსი ვარ! მე ფულის ღირსი ვარ! მე სიამოვნების, სინაზისა და მოფერების ღირსი ვარ! ღირსი ვარ მყავდეს მანქანა! ღირსი ვარ მოსიყვარულე ქმარი მყავდეს! ცხოვრებაში ყველაფერს საუკეთესოს ვიმსახურებ!"
იმეორეთ ვიდრე არ დარწმუნდებით ამაში და მაშინ დადგება სასწაულების დროც!
ანა ვერძაძე