28 ივნისი, 2015
ბრძენი ჯადოქრის სიტყვები - ისწავლეთ და მიჰყევით მას
ბრძენი ჯადოქრის ეს სიტყვები კანონია ბედნიერი სიყვარულისთვის. უბრალოდ ისწავლეთ და მიჰყევით მათ.

"მინდა შენზე ვიზრუნო და არ მსურს სხვაში გაგცვალო; შენი სიყვარული, განთავისუფლებს მიგიღო ისე, რომ არაფერი დაგავალდებულო; შენთან ისე მოვიდე, რომ არ ვაიძულო თავს ამის გაკეთება; გაჩუქო ისე, რომ საპასუხოდ არაფერს ველოდე; შემეძლოს შენთან დამშვიდობება ისე, რომ არ შემეშინდეს შენი სამუდამოდ დაკარგვის.

გესაუბრო ჩემს გრძნობებზე და არ გაიძულო შენ აგო პასუხი მათზე; ერთად ვისწავლოთ, ისე რომ არ მომიხდეს შენი სწავლება მე; მიხაროდე ისეთი, როგორიც
ხარ; თუ შენც იმავე გრძნობებით მიპასუხებ - ჩვენ ერთმანეთს გავამდიდრებთ."

რა მშვენიერია, იცხოვრო თავისუფლად და ამავე დროს ჰარმონიული ურთიერთობა გქონდეს ყველასთან.

ჩვენი არჩევანითა და გადაწყვეტილებებით მოცულია მთელი სამყარო, დაწყებული საყოფაცხოვრებო წვრილმანებიდან, დამთავრებული სიყვარულით, რადგან ადამიანი ხომ იმ არჩევანის შედეგია, რასაც თვითონ ირჩევს, თუ რაზე აჩერებს არჩევანს და რა გადაწყვეტილებას იღებს - ისე ვითარდება მისი "ბედიც".

"თავისუფლება - ეს არის მთავარი მაჩვენებელი ცხოვრების დონისა და იმის, თუ რამდენად სწორი არჩევანი გააკეთე, სწორად მიიღე თუ არა გადაწყვეტილება. ცხოვრობ თუ არა ჭეშმარიტებით და არა ტყუილსა და სიყალბეში".

თუ ჩვენ არ ვემსახურებით თავისუფლებას, არ მივისწრაფით და არ ვუბიძგებთ სხვებსაც მისკენ - ეგოიზმით ვივსებით, ხელს ვუწყობთ ძალადობას და მაშინ ნებისმიერი ურთიერთობა, გრძნობა, წამოწყება, ქმედება, ნებისმიერი ბრწყინვალე აზრიც კი აკრძალვად გადაიქცევა და ცხოვრებისგან განწირული ხდება. ეს განცდებისა და ტანჯვის გზაა, გზა მონობისკენ.

მტკიცე ხასიათის ადამიანები - ერთად არიან თავისუფლები, გულწრფელები, არაფალშირებული და ერთდროულად ბედნიერები. მათ არაფერი აქვთ ერთმანეთისთვის დასამალი, არაფრის სცხვენიათ, რადგან არ უშვებენ შეცდომებს და არ ატყუებენ ერთმანეთს, არ აქვთ სინანულის განცდა, არიან რეალიზებულები, სულიერად მჭიდროდ დაკავშირებულები, ცხოვრობენ კანონების დაცვით და ბუნება აჯილდოვებს მათ სისრულით, სიღრმითა და სილამაზით.

ასეთი კავშირი უკვდავია, ვერავინ და ვერაფერი გადაკვეთავს მათ გზას. ეს ცხოვრების ის დონეა, რომლითაც ჭეშმარიტი ჯადოქრები ცხოვრობენ.
ადამიანები, რომლებიც ამგვარი კავშირის წინააღმდეგნი არიან - წინასწარ დამარცხებულები და განწირულები არიან. მტვერი და ნაგავი წალეკავს მათ ცხოვრებას... მხოლოდ დროის საკითხია.

ანა ვერძაძე
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS