იესოს უთქვამს: "ნუ შეეწინააღმდეგები ბოროტებას". ბოროტებისთვისაც კი არ ღირს წინააღმდეგობის გაწევა, რადგან წინააღმდეგობა - ერთადერთი ბოროტება და ცოდვაა. როდესაც რაიმეს ეწინააღმდეგებით, ამით თქვენ მთელისგან განყენებული ხდებით. გამოგაქვთ განაჩენი, რაღაც არასწორად მიგაჩნიათ, რაღაც ცუდად და დაუშვებლად და მოსამართლის როლში გამოდიხართ.
თუ არ ეწინააღმდეგებით, თქვენსა და თქვენს ირგვლივ მოძრავ ენერგიას შორის არავითარი სხვაობა აღარ არის. რაც არ უნდა მოხდეს, ისწავლეთ სხვებთან ერთად მუშაობა.
სწორედ ამისგან შედგება აღმოსავლური მსოფლმხედველობაც - მიიღეთ და ნუ შეეწინააღმდეგებით, დანებდით და ნუ იბრძოლებთ. ნუ ეცდებით იყოთ გამარჯვებული, იყოთ პირველი. ლაო-ძიმ თქვა: "ვერავინ მომერევა, რადგან მე მივიღე ჩემი მარცხი და არ ვისწრაფი გამარჯვებისკენ". შეძლებთ მოუგოთ ადამიანს, რომელსაც მოგება არ სურს? შეძლებთ მოკლათ ადამიანი, რომელიც მზად არის სიკვდილისთვის?
შეუძლებელია. ის ვინც ნებდება, საბოლოოდ იმარჯვებს. კარგად დაფიქრდით და გაიაზრეთ - ნუ დაკარგავთ დროს ტყუილად წინააღმდეგობისთვის.
ანა ვერძაძე