განმარტოებისას - როცა ყველაფერ მოჩვენებითს თავიდან იშორებს;
ვნების ქარცეცხლი - ამ დროს მას ყველა თავისი კანონი ავიწყდება;
ახალ გარემოში - აქ ის მოწყვეტილია თავის ჩვევებს;
ფრენსის ბეკონი
1. განმარტოებისას - როცა ყველაფერ მოჩვენებითს თავიდან იშორებს;
მხოლოდ განმარტოებისას შეგვიძლია თავიდან მოვიშოროთ გარშემომყოფების აზრები და თვითონ გამოვიტანოთ დასკვნები.
სიჩუმეში, ძილის წინ ათასობით ფიქრი გიტევთ და მხოლოდ ამ მომენტში შეგიძლიათ ხმამაღლა წარმოსთქვათ ის, რაც სინამდვილეში გსურთ.
მხოლოდ მარტოობა და საკუთარ თავთან გულწრფელი საუბარი გაგანთავისუფლებთ
2. ვნების ქარცეცხლი - ამ დროს მას ყველა თავისი კანონი ავიწყდება;
სამწუხაროდ, თითოეულ ჩვენთაგანში იმალება დაუნდობლობა, ბრაზი და შფოთი. სწორედ ამ დროს შიშვლდება ჩვენი სული და ფიქრები.
ჩვენ თვითონ ვირჩევთ როგორ ვიცხოვროთ, რა ჩავიდინოთ და ვისთან ვიურთიერთოდ. ჩვენ თვითონ ვქმნით ისტორიას, რომელიც პირად გამოცდილებასა და იმედებს ეფუძნება, მაგრამ ვნებათა ქარცეცხლში ჩნდება ჩვენი შეუცნობელი თვისებები, და ისინი მხოლოდ სიამაყის მიზეზი არ არის.
3. ახალ გარემოში - აქ ის მოწყვეტილია თავის ჩვევებს;
ადამიანები ყველაფერს ეჩვევიან, ნებისმიერ ასაკში და ნებისმიერ კონტინენტზე. ნუ დაადანაშაულებ და ნუ განადიდებ სხვას. მხოლოდ ახალი გარემო, ახალი კოლექტივი ან კომფორტის ზონიდან გამოსვლა ამჟღავნებს თქვენს ნამდვილ სახეს. ყველანი ნიღაბს ვატარებთ და ვიცვლით მათ საჭირო დროს.
ნუ შეგეშინდებათ შეცდომების, ისინი ხომ იმისთვის შეიქმნა რომ დაუშვათ. მაგრამ გახსოვდეთ, რომ სხვების მოთმინებასაც აქვს საზღვარი.
ანა ვერძაძე