26 ივნისი, 2015
ეს სტატია მოაზროვნე ადამიანებს ეკუთვნის - 11 განსხვავება გოგონებსა და ქალებთან ურთიერთობას შორის
ბიჭები იზიდავენ გოგონებს, მამაკაცები - ქალებს. ასაკს ფაქტობრივად არავითარი მნიშვნელობა არ აქვს. სინამდვილეში ზოგი ადამიანი, მიუხედავად მისი ასაკისა, არ იზრდება. ეს კი იმას არ ნიშნავს, რომ ქალს არ შეუძლია სულელურად ან პატარა გოგოსავით მოიქცეს. ეს სტატია მოაზროვნე ადამიანებს ეკუთვნის.

1. გოგონა ხშირად ისტერიკაშია. როცა რაიმეთი უკმაყოფილოა, ზუსტად ისე იქცევა თქვენთან, როგორც მშობლებთან იქცეოდა პატარაობისას.

განაწყენებული ქალიც, თითქმის იდენტურად გამოხატავს ემოციას, თუმცა ამავე დროს შეუძლია მისი კონტროლიც. ის როგორც მოზრდილ ადამიანს შეეფერება, მიუჯდება მაგიდას და მოყვება
ყველაფერს, რაც აწუხებს.

2. გოგონა თავს პრინცესად მიიჩნევს და სჯერა, რომ ირგვლივ მყოფები შესაბამისად უნდა ექცეოდნენ. ის ყოველთვის იმაზე მეტს ელის, ვიდრე იმსახურებს.

ქალებს
კი არ აქვთ რაიმეს მოლოდინის განცდა, მაგრამ აქვთ ჩამოყალიბებული კანონები ( რომლებსაც უნდა მიჰყვეთ).

3. გოგონა შესაძლოა იმდენად იყოს საკუთარ სილამაზესა და სექსულურობაში დარწმუნებული, რომ ეცდება გამოიყენოს ეს, რათა ცხოვრებისგან მიიღოს ყველაფერი, რაც სურს.

ქალმა იცის საკუთარი თავის ფასი და მნიშვნელობა არ აქვს ვიზუალურ მომხიბვლელობას. ქალის ფასი დამოკიდებულია მის ინტელექტზე, მის ძალასა და პატიოსნებაზე, ცხოვრებისეულ ღირებულებებსა და ადამიანობაზე.

4. გოგონას იმედი აქვს, რომ კაცი უზრუნველყოფს მას ფინანსურად.

ქალი დამოუკიდებლობისკენ ისწრაფვის - მას მხოლოდ საკუთარი თავის იმედი აქვს.

5. გოგონასთვის არაფერია საკმარისი. გამუდმებით უწევს კონკურენციას და გზიდან იშორებს ყველა გოგოს, მხოლოდ იმისთვის, რომ შეინარჩუნოს რესურსები და პარტნიორთან ურთიერთობა.

ქალი ეხმარება სხვა ქალებს. მან ბევრი ხერხი იცის, სასურველი მამაკაცის მოსაპოვებლად.

6. გოგონა თავს არ დაიტვირთავს სახლის საქმეებით. ამაყობს კიდეც, რომ არ იცის საჭმლის მომზადება ან დალაგება.

ქალებს ესმით, რომ სახლის საქმეები აუცილებელი არ არის, მაგრამ იცის, რომ ეს საკუთარ თავსა და სხვებზე ზრუნვის ერთ-ერთი საშუალებაა. დაოჯახების შემთხვევაში კი ეს მნიშვნელოვანია.

7. გოგონებს ყურადღება სჭირდება, ქალებს - პატივისცემა.

8. გოგონა ვერ აფასებს თავის სხეულს. ის ჯერ კიდევ ვერ აცნობიერებს, რომ მისი სხეული და გული - საკრალურია და მნიშვნელოვანია თუ როგორ მიუდგება.

"გოგონები უფრთხილდებიან ჩანთებს, ბრილიანტებსა და ფეხსაცმლის კოლექციას.

ქალი ჯანმრთელობაზე, განწყობასა და თავის უნარებზე ზრუნავს."

9. ქალი იმის მიხედვით ატარებს დროს, თუ როგორი ადამიანი უნდა რომ იყოს. ის გამოხატავს თავის მნიშვნელობას და თუ რას წარმოადგენს საკუთარი თავისთვის.

გოგონებს არ აქვთ მორალური კომპასი, არ იციან თავის ფასი, ამიტომ ხშირად წინააღმდეგობაში მოდიან.

10. გოგონებს
აქვთ ჩამონათვალი, რის მიხედვითაც პრიორიტეტი ენიჭება ზედაპირულობის ხარისხს. მისთვის მნიშვნელოვანია: სექსუალური, პოპულარული, ატარებს მოდურ ჯინსებს, მაღალი და მდიდარია..

ახლა კი გადავხედოთ ქალებისთვის მნიშვნელოვან ჩამონათვალს: პატიოსანი, ჭკვიანი, კეთილი, კონტაქტური, გახსნილი, ემოციური...

11.  გოგონა თამაშობს, ქალი კი - არა!

გოგონები
ხშირად იცვლიან საზოგადოების წრეს, იძენენ მეგობრებს, მაგრამ მათთან ურთიერთობა ხანმოკლეა.

ქალი
ღრმად აფასებს მეგობრობას და უფრთხილდება მადლიერებით, ენერგიითა და მზრუნველობით.

ანა ვერძაძე

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS