სექსი - "წებო", რომელიც ქორწინებას ინარჩუნებს
სექსი ქორწინების განუყოფელი ნაწილია. ქორწინება მაშინ სრულდება, როცა აღარ გაქვთ სექსი. მეცნიერებმა გამოაქვეყნეს - რაც უფრო ხშირად კავდება ცოლ-ქმარი სექსით, მით მეტად არიან ქორწინებით კმაყოფილი და უფრო მაღალ დონეზე აფასებენ ოჯახურ ცხოვრებას.
ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ასაკიანი ადამიანებისთვის: რადაც არ უნდა დაუჯდეთ, მათთვის მნიშვნელოვანია სექსუალური აქტივობა, რაც დაიცავს მათ ბევრ ჯანმრთელობასთან დაკავშირებულ პრობლემისაგან.
ბედნიერების
სექსოლოგი იან კერნერი სექსს "წებოს" უწოდებს, რასაც ქორწინება ეყრდნობა. "სექსი დიდ გავლენას ახდენს ზოგადად ადამიანებზე და მათ ოჯახურ ურთიერთობაზე. სექსი თვითკმაყოფილებას განიჭებთ, განთავისუფლებთ სამუშაოსა და კონფლიქტებისგან, თავს დაცულად გაგრძნობინებთ.
ეს საუკეთესო საშუალებაა დაძაბულობისგან განთავისუფლებისთვის და საუკეთესო ინსტრუმენტი ნეგატივის წინააღმდეგ"- ამბობს ის.
"სექსის გარეშე ცხოვრება სულში სიცარიელეს ტოვებს, რომლის შევსებაც ძალიან ძნელია" - აღნიშნავს კერნერი.
ანა ვერძაძე