ვერაფრით გამოიძინეთ? დაღლილი იღვიძებთ? შესაძლოა, ოთახის არასწორი ტემპერატურის ბრალია.
დოქტორ კრის ზიმას მონაცემებით, საძინებელში ჰაერის ტემპერატურა +16-19 გრადუსს არ უნდა აღემატებოდეს. ეს იდეალური პირობაა საიმისოდ, რომ მძიმე დღის შემდეგ სხეულმა დაისვენოს.
შესაძლოა ეს ტემპერატურა ძალიან ცივად მოგეჩვენოთ, მაგრამ სჯობს სქელი ნაჭერი დაიფაროთ და სიცივეში გეძინოთ, ვიდრე სიცხეში თხელი ზეწარი გეფაროთ.
რამდენიმე დამადასტურებელი მიზეზი იმისა, რომ ზაფხულში ხშირად გამოიყენოთ კონდინციონერი,ზამთარში
კი დაწიოთ გათბობის ტემპერატურა:
თქვენ ამცირებთ
თუ გრილ ოთახში დაიძინებთ, სხეული "მადლობას" გეტყვით. ოთახში ტემპერატურის რამდენიმე გრადუსით დაკლება, ამცირებს დიაბეტის წარმოქმნის საშიშროებას. ახალ ტემპერატურაზე გადასვლისას, სულ რაღაც 4 თვის შემდეგ, ორგანიზმი გამოყოფს ორჯერ უფრო მეტ სასარგებლო ცხიმებს. ამასთან ძილის დროს იწვის კალორიები, ასე რომ გრილ ოთახში ძილი წონის დაკლებაშიც კი დაგეხმარებათ.
უფრო ახალგაზრდულად გამოიყურებით
ძილის დროს, ოთახში ტემპერატურის 18-19 გრადუსამდე დაყვანის შემთხვევაში, ორგანიზმი აქტიურად გამოყოფს ჰორმონ მელატონინს. ხოლო როცა სხეული საკმარისი რაოდენობის მელატონინს გამოყოფს - ახალგაზრდავდება. ასევე გაძლიერებულად გამოიყოფა კანის დაბერების საწინააღმდეგო ჰორმონები. თქვენ არა მარტო უკეთესად გამოიყურებით, არამედ თავსაც უკეთესად გრძნობთ.
სწრაფად დაგეძინებათ
ძილის დროს სხეულის ტემპერატურა ეცემა, რის გამოც უფრო სწრაფად და ღრმად იძინებთ. უკეთ გამოიძინებთ და ძილის წინს ცხვრების დათვლა აღარ მოგიწევთ.
ნაკლებ სტრესს განიცდით
კვლევა გვეუბნება, რომ ტემპერატურის დაწევა, ხელს უშრის სტრესული ჰორმონების წარმოქმნას, რაც ცუდ განწყობასა და წონაში მატებას იწვევს. ასე რომ, თუ გრილ ოთახში დაიძინებთ გაგიქრებათ ჭამის სურვილი და შფოთის შიში.
იძინეთ შიშველმა - ეს ურთიერთობებს გააუმჯობესებს
სხეულის ტემპერატურის დასაწევად კარგი საშუალებაა შიშველი ძილი. ურთიერთობები ოჯახში, სადაც ცოლ-ქმარს შიშველი სძინავს, უფრო მყარი, სტაბილური და გახსნილია. ხშირად კავდებიან სექსით. საქმე იმაშია, რომ ახლობელი ადამინების შიშველი სხეულების შეხებისას ძლიერდება პორმონის გამოყოფა, რომელიც დადებითად მოქმედებს სექსუალურ სურვილებსა და ფსიქიკაზე, ეს კი დაგეხმარებათ სტრესისა და დეპრესიის გამკლავებაში.
ანა ვერძაძე