23 ივნისი, 2015
7 უაზრო ჩვევა, რაც სექსის დროს უნდა დაივიწყოთ - მთავარი სიამოვნებაა
სექსში მთავარი - საკუთარი თავის რწმენა და საყვარელი მამაკაცის მიმართ ნდობაა.

დროა რამდენიმე სექსუალურ ჩვევაზე უარი თქვათ და მიიღოთ სიამოვნება.

1. მისი სექსუალური სურვილები საკუთარზე მაღლა დააყენეთ.

ასე არ შეიძლება. სექსი - ეს სიამოვნებაა ორი ადამიანისთვის და არა მხოლოდ მისი სურვილების დაკმაყოფილება. აიძულეთ თვითონაც მოინდომოს!

2. ყოველთვის უთხარი მამაკაცს, რომ ორგაზმი განიცადე, სინამდვილეში კი შეიძლება არაფერიც არ მომხდარა.

ხშირად ბიჭებმა არ იციან, როგორ ასიამოვნონ ქალებს, რადგან ქალები ყოველთვის დუმან, იღიმიან და ისე იქცევიან, თითქოს ასეც
უნდა იყოს. იქნებ გაბედოთ და მიმართოთ მისი ენერგია საჭირო ადგილას?

3. გაჩუმდით, თუ სექსის დროს რაღაც ისე ვერ არის.

თუ მამაკაცის მოძრაობა და რითმი არასასიამოვნო შეგრძნებას არ გიტოვებს და გტკენს კიდეც, არავითარ შემთხვევაში არ გაჩუმდე! სჯობს ნაზად შეაცვლევინო პოზიცია, ვიდრე საბოლოოდ დაკარგო სექსის სურვილი.

4. მაკიაჟის გაკეთება სექსამდე.

იმაზე საშინელი არაფერია, როცა ერთ-ერთი პარტნიორი არღვევს ინტიმურ განწყობას და კბილის გასახეხად, დასაბანად ან უფრო სექსუალური საცვლის ჩასაცმელად მიდის. ყველა გასალამაზებელი პროცედურა სხვა დროისთვის გადადე, ახლა კი უბრალოდ დაეთანხმე.

5. უარი თქვა სექსზე, იმის გამო რომ გაპარსვა ვერ მოასწარი.

ეჭვი გვეპარება, რომ დედამიწაზე არსებობდეს ბიჭი, ვინც უარს იტყვის შენთან სექსზე იმის გამო, რომ ვერ მოასწარი კანი იდეალურად გლუვი გქონდეს. გააქარწყლე ყველა ეჭვი, დატკბი ცხოვრებით! შენ მშვენიერი ხარ!

6. გერიდება იმის თქმა, რომ მენსტრუაცია გაქვს.

ყველა ბიჭმა იცის, რომ ეს გოგონებს რეგულარულად ემართებათ. ამიტომ შემდეგში, როცა მთელი კვირით უარს ეტყვი სექსზე ცუდი განწყობის მიზეზით, ის ექიმს მოგიყვანს ან ცხელ სუფს მოგართმევს, იმის ნაცვლად, რომ უბრალოდ მზრუნველობა და ყურადღება გამოიჩინოს, რაც კრიტიკულ დღეებში ასე ძალიან გჭირდებათ.

7. განიცდი, თუ როგორ გამოიყურები სექსის დროს.

მოდუნდი. სექსის დროს შენს ბიჭს არც კი მოაფიქრდება თუ რატომ გაქვთ თმა აწეწილი, რამდენი ნაჭერი ტორტი შეჭამე ან რატომ იწონი 60კგ.ს. მას უბრალოდ მოწონხარ და შენთან სექსი უნდა.

ანა ვერძაძე

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 1 /
LOKA LOKA
რა უნდა მომერიდოს რა მოსარიდებელი რაა შენს ადამიანთან კარგად შეინახეთ თბილად ეგ მშრალი უაზრო რჩევები!მომერიდოს კიარა ვემუდარებოდი ჩემი კ.დ თარიღი დაემახსოვრებინა ყოველთვეში და რაღაც ფორმით გამოეხატა ემოცია ამ დღის აღსანიშნავად სხვანაირი თბილი გაღიმება მჭირდებოდა.ყველა ადამიანი ერთნაირი არ იბადება მე არ მიყვარს საჩუქრები არ მიყვარს ვისი რა გასარცევი ტემაა.ჩემი ბიჭი კიდე იდგა და ყოველ კვირა საკმაოდ ძვირფას ლამაზ საჩუქრებს მჩუქნიდა კი არ ვყრიდი მაგრამ ეს მე არ აღმაფრტოვანებდა მე მინდოდა ჩემი კ.დ თარიღი (სავარაუდო მაინც) ზეპირად დაემახსოვრებინა როგორც დაბ.დღეს იმახსოვრებენ ხოლმე,მაგრამ ქარტველი ბიჭები პუსტაშკები არიან და მუდამ ესე დარჩებიან.მაგათ 200 $IANI ქალები არ უნდა მოაკლო ყოველკვირა მაგრამ ნაღდი ლაღი,დასავლეთ ევროპული უანგარო სიყვარულის გემო-მუღამი არც გააგებინო არასოდეს!
23:42 / 23-06-2015
გამოხმაურება / 0 /
TOPS