23 ივნისი, 2015
15 წუთში მოსამზადებელი ჩიზქეიქი, რის შემდეგაც სერენადას გიმღერებენ
ეს რეცეპტი განკუთვნილია მათთვის, ვისაც სურს რაიმე ორიგინალური მოამზადოს, მაგრამ არ აქვს დრო.
მაშ ასე - უგემრიელესი რეცეპტი, მოამზადებთ 15 წუთში.

ინგრედიენტები:

ნამცხვრისთვის -

- 3/4 დაფქული ორცხობილა. კიდევ უფრო უკეთესია კრეკერი,
- 1 ს.კ შაქარი
- 3 ს.კ გამდნარი კარაქი

შიგთავსისთვის

- 2/3 ჭიქა შაქარი
- 2ც ლიმონის გახეხილი კანი
- 240 მგ დარბილებული ნაღების ყველი
- 2 ჩ.კ ლიმონის წვენი
- 1 ჩ.კ ვანილი
- 240 მგ ნაღების ფხვნილი
- 1 თეფში ახალი ჟოლო

მომზადების წესი:

1. აიღეთ საშუალო ზომის თასი და აურიეთ
ერთმანეთში ორცხობილა, შაქარი და გამდნარი კარაქი. მიღებული მასა შეფუთეთ. უნდა მიიღოთ სქელი ფენა.

2. დიდ თასში აურიეთ შაქარი და დახეხილი ლიმონის კანი, რათა შაქარი არომატული გამოვიდეს. შემდგედ დაუმატეთ ნაღების ყველი და ერთიანი მასის მისაღებად ათქვიფეთ მიქსერით.
დაუმატეთ ლიმონის წვენი და ვანილი. მიღებული კრემის სქელი ფენა გადაანაწილეთ ნამცხვარზე.

3. მოათავსეთ პლასტმასის ჭურჭელში და გააჩერეთ მაცივარში 2 საათს. სურვილისამებრ გააფორმეთ ჟოლოთი ან პიტნით.

ანა ვერძაძე

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS