22 ივნისი, 2015
6 ფრაზა, რომელიც არასდროს უნდა უთხრათ მამაკაცს
"ყველაფერის მე ვაკეთებ"

ვიცით, რომ ყოველგვარი პასუხისმგებლობის აღება შეგიძლია. ვიცით, რომ მარტოც გაუმკლავდები დიასახლისის პრობლემებს, წახვალ მაღაზიაში, შეიძენ პროდუქტს, გამოიყვან ბავშვებს სკოლიდან, ამეცადინებ მათ და ა.შ.. მაგრამ რატომ იტვირთავთ თავს? მამაკაცს ანთავისფულებთ ამ პრობლემებისგან და მარტო უმკლავდებით ყველაფერს. კაცისგან კი საიმედო მხარდაჭერას ელი? სჯობს შეინახო ეს ფრაზა ცხოვრების სხვა მომენტებისთვის...

"შენ ჩემი გაგება არ გსურს"

ხანდახან ქალებს საკუთარი თავისაც კი არ ესმით, მამაკაცებზე რომ აღარაფერი ვთქვათ. ქალები ხომ ბევრ დროს ხარჯავენ ტანსაცმლის, პომადის ფერისა თუ
ვარცხნილობის არჩევისას. ამიტომ ნუ მოთხოვ საყვარელ ადამინას შეუძლებელს. ბოლოს და ბოლოს მოწყინდებით და უფრო გონიერ ქალს მოძებნის.

"შენ არ შეგიძლია კოცნა, ჩახუტება..."

არ შეუძლია ვნებიანად მოფერება, კოცნა, ვერ გამოხატავს ნაზ გრძნობებს საყვარელი ადამიანის მიმართ და სექსიც კი არ გამოსდის .. ამ სიტყვების ხმამაღლა წარმოთქმა დიდი შეცდომაა. ნებისმიერი მამაკაცი გულგრილი გახდება და დაგშორდებათ. თუ მამაკაცს მართლაც რაიმე არ გამოსდის, ასწავლე მას, ვიდრე სხვა გააკეთებს ამას.

"ძვირფასო, გიყვარვარ?"

თუ კაცს ქალი უყვარს, ის აუცილებლად გამოხატავს ამას. ის დაგირეკავთ, მოგწერთ, ჩაგეხუტებათ და გაკოცებთ, აგავსებთ კომპლიმენტებით, დაგეხმარებათ საჭმლის მომზადებაში... რა თქმა უნდა ყველა მამაკაცს ასე გამოხატვა არ შეუძლია, მაგრამ ყოველ წუთს იმის კითხვა უყვარხარ თუ არა, ურთიერთობას ვერ გამოასწორებს.

"შენ ამის გაკეთებას ვერ შეძლებ"

ამ სიტყვებს მამაკაცი სამუდამოდ დაიმახსოვრებს. ადამიანებმა ურთიერთობისას უნდა გაამხნევონ ერთმანეთი და არა საკუთარი თავის მიმართ რწმენა დაუკარგონ. დროთა განმავლობაში კაცი აუცილებლად მოძებნის ქალს, ვინც მას გაამხნევებს და შეაქებს. ეცადეთ ნებისმიერ სიტუაციაში უთხრათ, რომ ის საუკეთესოა.

"და რაზე ფიქრობდი?"

უცოდველი სიტყვების მსგავსად, როცა კაცი წითელ შუქნიშანს კვეთს ან სახლში საფულე რჩება - ჰკითხოთ რაზე ფიქრობდიო, გამოდის, რომ ეუბნებით - მას არ შეუძლია თქვენს გარეშე სწორი გადაწყვეტილების მიღება. ნუ შეარცხვენთ საყვარელ მამაკაცს ასე.

ანა ვერძაძე

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS