თუ შეხვდებით ისეთ თავისუფალ ადამიანს, რომ შეუძლია "არანორმალური" იყოს - არასდროს მისცეთ ამ ადამიანს წასვლის უფლება.
"არანორმალური" მომნუსხველები, მიმზიდველები არიან და თქვენც ასეთად გაქცევთ. მათ შეუძიათ თქვენი კომფორტის ზონის გაფართოება.
მზად იყავით: ისინი თქვენს ცხოვრებას შეცვლიან.
"არანორმალური" არასდროს გეგმავს ურთიერთობას.
ისინი კონკრეტულად არაფერს ითხოვენ თქვენგან. ურთიერთობისას მიკერძოებული არასდროს არიან, რადგან მიაჩნიათ, რომ ურთიერთობა შემთხვევითი და შეუცნობელია, როგორც თავად ცხოვრება.
"
დემონების გამხელისაც არ მოერიდება.
"არანორმალურს" შემცვლელს ვერ უპოვით.
თუ მას დაშორდებით, ვერ შეძლებთ იპოვოთ მისი მსგავსი, ვინც ისე შეგივსებთ ცხოვრებას, როგორც მას შეეძლო. "ნორმალურ" ადამიანებს მსგავსი უნარი არ აქვთ.
გამუდმებით "არანორმალურზე" იფიქრებთ.
"არანორმალური" ბიჭი თავისუფლებას გაჩუქებთ.ის არასდროს შეგზღუდავთ, თუ პირადი თავგადასავლებისთვის დრო გჭირდებათ. ის მხარში დაგიდგებათ. ასეთ ადამიანებს არა მხოლოდ თქვენთან ყოფნა სურთ, არამედ მათ უნდათ სწორი გზა გიჩვენოთ.
"არანორმალური" მხარს დაუჭერს ნებისმიერ თქვენს წამოწყებას.
"არანორმალური" გაიძულებთ გაიხსენოთ თქვენი ოცნებები, რომელზე ფიქრსაც თავს უფლებას არ აძლევდით.
"არანორმალურები" სამყაროს უფრო მგრძნობიარედ აღიქვამენ, ვიდრე სხვები.
ასეთი ადამიანები ყველაფერს დრამატულად უყურებენ, მაგრამ მხოლოდ ასე შეიძლება ცხოვრებას აზრი შესძინოთ.
ახლა მხოლოდ სამსახურში, სავარჯიშოდ ან სასეირნოდ დადიხართ პარკში? და რას გავს თქვენი ცხოვრება? არ დაიღალეთ? იპოვეთ "არანორმალური" და ის გაჩვენებთ, თუ როგორ უნდა იცხოვროთ.
"არანორმალურებს" ნებისმიერ რამეზე შეუძლიათ სიცილი. ეს ამსუბუქებს მათ ცხოვრებას.
ცხოვრება ძალიან ხანმოკლეა საიმისოდ, რომ გამუდმებით განსაჯოთ სხვები და იყოთ მუდამ სერიოზულები.
მიენდეთ იმათ, ვინც საკუთარ თავზე დაცინვას გასწავლით.
"არანორმალური" გაჩუქებთ საუკეთესო სექსს, ვიდრე ოდესმე გქონიათ.
"არანორმალური" ადამიანები განათლებული საყვარლები არიან. მათ არ ეშინიათ სიახლეების და ყოველთვის სიამოვნებით სინჯავენ რაიმე ახალს.
გამოდიან ჩარჩოებიდან, სპონტანურობისა და სიგიჟის სურვილი ამოძრავებთ, როგორც შინაგანად ისე ფიზიკურად.
მათ არ ეშინიათ სიშიშვლის და არიან ნამდვილები.
ანა ვერძაძე