20 ივნისი, 2015
დედ-მამამ მშობიარობისას დაღუპულ შვილთან გამოთხოვება მოისურვა... ამ მოვლენას ახსნა ჯერ ვერ მოუძებნეს
კეიტ და და დევიდ ოგებს შვილი დიდხანს არ უჩნდებოდათ. მხოლოდ სამწლიანი მკურნალობის შემდეგ დაფეხმძიმდა კეიტი და მალე ისიც შეიტყო, რომ ტყუპს ელოდა - გოგონას და ბიჭს.

ცოლ-ქმარმა ამ ბედნიერი დღისთვის მზადება დაიწყო, საბავშვო ოთახიც კი წინასწარ მოაწყვეს.

ნაადრევი მშობიარობა, რომელიც კეიტს ორსულობის მე-6 თვეს დაეწყო, დიდი დარტყმა იყო წყვილისთვის. მშობიარობამ ძალიან მძიმედ ჩაიარა.
"მშობიარობის შემდეგ ექიმი მოვიდა და გვკითხა, რა დავარქვით ვაჟს.

ვუპასუხეთ, რომ ჯეიმი ჰქვია. ექიმმა შემოგვხედა და გვითხრა: "მაპატიეთ... ჯეიმსს არ გაუმართლა, სამწუხაროდ,
ბავშვი ვერ გადარჩება". ამ დროს დევიდს ფეხები მოეკვეთა და საწოლზე მოწყვეტით დაეცა. მე კი ექიმს ბავშვი გამოვართვი და ვუთხარი: "უკანასკნელი წუთები გვინდა მასთან ერთად გავატაროთ...". 

იხილეთ სრულად
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS