უცხიმო ხაჭო - 400 გრ
რძე 1%-იანი - 100 გრ
ფუტკრის თაფლი - 20 გრ
საკვები ჟელატინი - 15გრ
კაკაოს ფხვნილი - 50გრ
მომზადების წესი:
15 გრ ჟელატინი გაჟღინთეთ წყლით, გააჩერეთ ნახევარ საათს. გაჟღენთილ ჟელატინს გადაუწურეთ წყალი (თუ დარჩა). დაადგით ნელ ცეცხლზე, დაუმატეთ რძე, ხაჭო, კაკაო და თაფლი. ყველაფერი დააბლენდერეთ და ერთ მასად აქციეთ. ჩაასხით ფორმაში და გააჩერეთ მაცივარში ვიდრე არ გაიყინება.
გემრიელად მიირთვით!
ანა ვერძაძე