24 მაისი, 2015
SOS - რა ემართებათ ქალებს, რომლებიც დიდხანს დგანან გაზქურასთან
ამერიკული მედიცინის ცენტრის ექიმები, კვლევების მეშვეობით ამტკიცებენ, რომ ქალები, რომლებიც ძალიან დიდ დროს ხარჯავენს საჭმლის მომზადებაში, დიდი შანსი აქვთ გულ-სისხლძარღვთა დაავადებებისა.

გამოკვლევებმა აჩვენეს, რომ ქალები, რომლებიც იშვიათად ამზადებდნენ სადილს სახლში, 3-ჯერ უფრო ნაკლები შანსი აქვთ გულ-სისხლძარვდა დაავადებებისა, ვიდრე ქალებს რომლებიც ხშირად ანებივრებენ ოჯახს გემრიელი საჭმლის მომზადებით.

გარდა ამისა, უკვე ოფიციალურადაა დამტკიცებული, რომ ქალების უმრავლესობას უწევს რეგულარულად მოამზადოს ოჯახში საჭმელი, ეს კი იწვევს დიდ სტრესს, რაც ნეგატიურად აისახება მათ ჯანმრთელობაზე.

ამ დასკვნამდე მივიდნენ ჩრდილოეთ კაროლინის უნივერსიტეტის
სოციოლოგები. დიასახლისებს განუწყვეტლივ უწევთ იმაზე ფიქრი, თუ რით გამოკვებონ ოჯახი, რომელი პროდუქტები შეიძინონ, როგორ გამონახონ ყოველდღიურად 2-3 საათი, რათა ეს დაბრკოლება გადალახონ.

ექიმები სულაც არ კრძალავენ საჭმლის მომზადებას ოჯახში, მაგრამ გვირჩევენ შეიცვალოს საზოგადოების აზრი საოჯახო, ტრადიციულ კულინარიაზე, რადგან ეს არ არის სასარგებლო თქვენი ჯანმრთელობისთვის.

ანა ვერძაძე
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 1 /
ლალუკა
მაგან დამმართა ანევრიზმა, სადილების მოფიქრებამ, თან ყველას სხვადასხვა საჭმელი რო უყვარს,
08:20 / 02-09-2016
გამოხმაურება / 0 /
TOPS