24 მაისი, 2015
გაშიფრეთ ეროტიკა - 10 მიზეზი რატომ გვესიზმრება სექსუალური სიზმრები?
მონრეალის უნივერსიტეტის ფსიქოლოგმა - ანტონიო ზადრამ 3500 ქალი და მამაკაცი გამოიკითხა. გაირკვა, რომ თანამედროვე ქალები სულ უფრო ხშირად ხედავენ ეროტიკულ სიზმრებს. ამგვარი სიზმრების 8% სასიყვარულო თამაშებს უკავშირდება, 20% კი სქესობრივ აქტს აკვირდება. სხვა ფაქტები: ქალების 4% სიზმარში ორგაზმს განიცდის, 15% თავის ყოფილზე ოცნებობს, რომლებიც სიზმარში საყვარლებად ეცხადებათ. 40% ოცნებობს ცნობილ ადამიანთან სექსზე.

გაშიფრეთ ეროტიკა

ფსიქოლოგი ნატალია როჩევა, გვთავაზობს ჩვენი ეროტიკული სიზმრების განმარტებას.

1. თუ თქვენ გესიზმრებათ ყოფილი პარტნიორი, არ არის გამორიცხული რომ ჯერ კიდევ დაუმთავრებელი
საქმე გაკავშირებთ. ან თქვენ ჯერ კიდევ გაქვთ მის მიმართ გრძნობა.

2.
სექსი არასასურველ ადამიანთან - თქვენ შინაგანად ებრძვით ცხოვრებას, რომლითაც ცხოვრობთ.

3. როდესაც მამაკაცს ესიზმრება, რომ ის ქალია - ის ადამიანურად განიცდის საშინელ სისასტიკესა და აგრესიას. შესაბამისად, ქალს, რომელსაც სურს მბრძანებლობა, შესაძლოა სიზმარში მამაკაცს წარმოადგენდეს.

4. გესიზმრებათ, რომ თქვენზე ძალადობენ? მიჰყევით თქვენს სურვილებს - განთავისუფლდით ვიღაცის ან რაღაცისგან.

5.
სექსი ნაცნობ მამაკაცთან, შესაძლოა მიუთითებდეს იმაზე, რომ ამ ადამიანის სულიერი მხარე გხიბლავთ.

6. უცნობთან სექსი, მიგანიშნებთ, რომ თქვენი ცხოვრება ზედმეტად ერთფეროვანია და ღირს რაიმე შეცვალოთ.

7.
სექსი პუბლიკის წინაშე : სიზმარი გეუბნებათ, რომ ცხოვრებაში დისკომფორტს განიცდით.

8.
სექსი ცნობილ ადამიანთან.. ალბათ თქვენც გსურთ იყოთ ცნობადი. ან შესაძლოა თქვენი რეალური პარტნიორი არც ისე მომხიბვლელად მიგაჩნდეთ.

9. ინცესტი სიზმარში: შესაძლოა თქვენს ახლობლებში, არის ადამიანი ვინც არ გიყვართ ან ვინმესთვის სამაგიეროს გადახდის სურვილი გკლავთ. თუმცა შესაძლოა სხვა შემთხვევაც: თქვენ გიყვართ თქვენი პარტნიორი და მასთან ეძებთ სინაზესა და დახმარებას ამგვარი არაორდინალური გზით.

10. თუ გესიზმრებათ, რომ უმზერთ წყვილს, რომელთაც სექსი აქვთ - თქვენ ცხოვრებაში სიახლეებს ეძებთ.

ანა ვერძაძე

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS