4 ნაჭერი გახუხული თეთრი პური. 1კგ მწიფე პომიდორი (გავჭრათ ოთხად). 4 ს.კ ძმარი, 3 კბილი ნიორი,ზღვის მსხვილი საკვები მარილი, 2ც საშუალო ზომის კიტრი, 1ც ტკბილი, წითელი წიწაკა, 1 ც მწვანე წიწაკა, 4 თავი წითელი ხახვი, 0,5 ჭიქა ზეითუნის ზეთი, 0,5 ჭიქა მინერალური,უგაზო წყალი.
მომზადების წესი: დავსრისოთ ნიორი მარილთან ერთად და დავაბლენდეროთ პურის ნაჭრებთან ერთად. ამავდროულად დავჭრათ პომიდორი, წიწაკა, კიტრი და ხახვი. მოვათავსოთ ისინი თასში, მოვაყაროთ მარილი და გავაჩეროთ 15 წუთი, ვიდრე
ბოსტნეულის ეს მასა ვაქციოთ პიურედ, დავუმატოთ ზეითუნის ზეთი. შემდეგ პურის მასა, ძმარი და წყალი. მარილი გემოვნებით. გავაჩეროთ "გასპაჩო" მაცივარში 3 საათს და წვნიანი მზადაა.
ტარატორი (ბულგარეთი)
3-4 საშუალო ზომის კიტრი, 4 დანაწევრებული მიწის თხილი, 3-4 კბილი ნიორი, 1 კონა მწვანილი, 1 ლ კეფირი, 3 ს.კ მცენარეული ზეთი, 2 მწიკვი პილპილი.
გავხეხოთ კიტრი მსხვილად, დაუმატეთ კეფირი და 0,5 ლ ცივი წყალი. შემდგომ დაუმატეთ გაფცქვნილი მიწისთხილი და დაპრესილი ნიორი. მარილი გემოვნებით. სწრაფად შეწვით წიწაკა მცენარეულ ზეთში. მოათავსეთ წვნიანი ქვაბში, აურიეთ ყველაფერი და დაუმატეთ მწვანილი.
ჯაჯიკი (თურქეთი)
5-6 ს.კ ნაკლებად ტკბილი იოგურტი, 1 კიტრი, 2 ს.კ ზეითუნის ზეთი, 1 კბილი ნიორი, წიწაკა გემოვნებით, მარილი და მშრალი პიტნა.
გახეხეთ ან კუბიკებად დაჭერით კიტრი. გაფცქვენით ნიორი და დააბლენდერეთ იოგურტთან ერთად, მომზადებულ სოუსს დაუმატეთ კიტრი და დანარჩენი ინგრედიენტები. ბოლოს მოაყარეთ პიტნა.
ანა ვერძაძე