14 მაისი, 2015
უცილებელი წესები, როცა შინ პატარა გყავთ
არსებობს ჩვეულებრივი, თუმცა სავალდებულო და საჭირო წესები, რაც აუცილებლად უნდა დაიცვათ, როცა შინ ბავშვი გყავთ. აი, რამდენიმე მათგანი:

1. როდესაც ბავშვისთვის ყიდულობთ წამალს, აუცილებლად სწორად წაიკითხეთ რეცეპტი და შეადარეთ დასახელება და დოზები იმას, რასაც აფთიაქის თანამშრომელი გაწვდით.

2. სანამ ბავშვს ნებისმიერ წამალს მისცემთ, აუცილებლად შეხედეთ წამლის დასახელებას, შეამოწმეთ ვადები, წაკითხული უნდა გქონდეთ აუცილებლად ინსტრუქცია, არ შეგეშალოთ დოზა. წამალი ისეთი რამეა, რომელთანაც ყოველთვის, გამონაკლისის გარეშე, უნდა იყოთ დიდი სიფრთხილით და ყურადღებით.

3. არ დატოვოთ წამლის შუშა თუ აბები ბავშვისთვის
ხელმისაწვდომ ადგილას.

4. იატაკიდან თუ იმ ადგილებიდან, სადაც ბავშვს შეუძლია მიწვდომა, მოაცილეთ "საშიში" ნივთები - ძალიან პატარა სათამაშოები (რომლებიც შეიძლება, პირში ჩაიდოს და გადაეყლაპოს), ნამტვრევები, ღილები და სხვა ბასრი, მჭრელი ან ადვილად გადასაყლაპი ნივთები. ასევე ცხელი სითხით სავსე ჭურჭელი - ყავა, ჩაი და სხვა რამ, რომელიც შეიძლება, რომ ზედ გადაისხას.

5. ყოველთვის უნდა იყოს სისუფთავე იქ, სადაც ბავშვი ტრიალებს.

6. არ დაგავიწყდეთ, აუცილებლად გაიგოთ ბავშვის სისხლის ჯგუფი და არ დაივიწყოთ. ეს ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანია, რაც დედამ მის შვილზე უნდა იცოდეს.

7. ისევე, როგორც ექიმები აწარმოებენ პაციენტის ისტორიას, თქვენც უნდა გქონდეთ საკუთარი ჩანაწერები, სადაც ჩაწერთ ბავშვის გაჩენის დღიდან მონაცემებს (სისხლის ჯგუფს, წონას, სიმაღლეს), შემდგომ განვითარებას და მნიშვნელოვან მოვლენებს - პირველი კბილის ამოსვლას, პირველ სიტყვას, ვირუსებს, აცრებს. 

იხილეთ სრულად
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS