11 მაისი, 2015
6 თემა რომელზეც ქალს არ უნდა ესაუბროთ
არსებობს საკითხები, რომელზეც არასდროს უნდა ესაუბროთ ქალს. ამ სტატიაში გაეცნობით 6 პუნქტს, რომელიც უხერხულ სიტუაციებს აგარიდებთ.

1. რამდენი მამაკაცი გყოლია?

სინამდვილეში არც თქვენ გინდათ იცოდეთ ამაზე პასუხი, რადგან შეიძლება ქალთან ურთიერთობის სურვილი გაგიქრეთ. ქალებს ხშირად აქვთ გატაცებები, უბრალო სიმპათიები ან ფლირტი. ისწავლეთ კითხვის სწორად შერჩევა იმითვის რომ სასურველი ( ან სასურველთან მიახლოებული) პასუხები მიიღოთ. ჰკითხეთ, რამდენჯერ ჰქონია სერიოზული ურთიერთობა.

2. გინდა ჩემს საწოლში კიდევ ერთხელ აღმოჩნდე?

ნუ აგრძნობინებთ ქალს თავს ისე, თითქოს მსუბუქი ყოფაქცევის იყოს. აქცენტი არ
გააკეთოთ სექსზე. დაანახვეთ რომ თქვენთვის პრიპრიტეტული მისი სულიერი მხარეა და არა ფიზიკური. თუ გაინტერესებთ მეორედ გექნებათ თუ არა სექსი, უთხარით: არ მინდა ყველაფერი ამ ღამეს დასრულდეს.

3. ,,გაგისწორდა?" / ,,დაგევასა?"

ინტიმური კავშირის შემდეგ იყავით გალანტური. ამასთან ერთად, გაითვალისიწნეთ რომ ქალს თუ უყვარხართ არასდროს გაგიმხელთ რომ ლოგინში არ ვარგიხართ. ის ყოველთვის დამაჯერებლად დაგარწმუნებთ რომ საოცარია თქვენთან სექსი. უბრალოდ აღნიშნეთ, რომ ძალიან ისიამოვნეთ. ნუ აიძულებთ რომ მოგატყუოთ.

4. საზიზღრად გამოიყურები!

ქალი ხშირ შემთხვევაში დიდ დროს უთმობს თავის მოვლას, მაგრამ არსებობს გამონაკლისებიც. მაშინ როცა დროის ან ენერგიის დანაკლისის გამო იგი მოუწესრიგებელია და იცვამს იმას, რაც პირველად მოხვდება ხელში. ხუმრობითაც კი არ უთხრათ რომ საშინლად გამოიყურება. შეიძლება არ გაგრძნობინოთ, მაგრამ გული ძალიან ეტკინება. თუ გსურთ რომ უკეთესად გამოიყურებოდეს ურჩიეთ რომ დაისვენოს. აღნიშნეთ, რომ სხვა ტანსაცმელები უფრო მეტად უხდება, ვიდრე ეს.

5. სუქდები, არა?

ყველა ქალი ამჩნევს ზედმეტ კილოგრამებს, შესაბამისა არ სჭირდება შეხსენება რომ წონაში მომატებულია. იმის მაგივრად რომ გააკრიტიკოთ, ერთად ვარჯიში შესთავაზეთ.

6. არ შეადაროთ ყოფილ ქალს!

თუ შეყვარებულს შეადარებთ ყოფილს ის ნელ-ნელა ჩამოგშორდებათ. თუ რაიმე არ მოგწონთ საყვარელ ადამიანში შეეცადეთ მისი მინუსები იმედგაცრუების გარეშე შეცვალოთ.

რადა მახარაძე

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS