08 მაისი, 2015
ამ დღიურებს ბავშვები საკონცენტრაციო ბანაკებში წერდნენ - სულისშემძვრელი დოკუმენტები მეორე მსოფლიო ომიდან
მეორე მსოფლიო ომის დასრულებიდან 70 წელი გავიდა. კაცობრიობას დღემდე თავზარს სცემს ის სისასტიკე, რაც მაშინ ადამიანების თავს დატრიალდა. ამ ომმა მილიონობით ბავშვიც იმსხვერპლა. ძალიან ბევრმა მოზარდმა დღიურებში ასახა ის მოვლენები, რაც მათ თვალწინ განვითარდა. გამოცემაში "ბავშვური წიგნი ომზე" 35 ასეთი დღიური შევიდა. ამ დღიურებს ბავშვები 1941-1945 წლებში ტყვეობაში, ბლოკადაში, საკონცენტრაციო ბანაკებსა თუ ოკუპირებულ ტერიტორიებზე წერდნენ. ფურცელზე გადაჰქონდათ ის ენით აუწერელი სისასტიკე, რის წინაშეც აღმოჩნდნენ. ეს ერთ-ერთი ყველაზე ტრაგიკული და სულისშემძვრელი დოკუმენტებია კაცობრიობის ისტორიაში. წარმოგიდგენთ
ამონარიდებს ამ დღიურებიდან:

• როგორ მინდა გავექცე ამ სასიკვდილო შიმშილის მარწუხებს, გავექცე მუდმივ შიშს და ახალი ცხოვრება დავიწყო სადმე პატარა სოფელში, ბუნებასთან ახლოს, დავივიწყო გადატალინი უბედურება... აი ჩემი დღევანდელი ოცნება.

• უკვე ჩიხია, ასე ცხოვრების გაგრძელება აღარ შემიძლია, შიმშილი, საშინელი შიმშილი. გვერდით დედა და ირა. არ შემიძლია მათ პურის ლუკმა წავართვა... არ შემიძლია, თუმცა ახლა თუნდაც ერთი ნამცეცი პური... დღეს, საფუნთუშედან რომ მოვდიოდი, დედას და ირას წილი 25 გრამი პური უნამუსოდ შევჭამე... უფსკრულში მივექანები, უსინდისოდ... მრცხვენია... ირას საცოდაობას ვეღარ ვუყურებ... საჭმელი! საჭმელი!
1941 წელი, ლენინგრადის ბლოკადა

• მეორე კატა ყოველგვარი ზიზღის გარეშე შევჭამეთ, კმაყოფილები ვართ, რომ დავნაყრდით. მერე საშინელი შიმშილის დღეები დაიწყო. მაღაზიებში არაფერი აღარაა, არც სახლში, კატებსაც, ეტყობა, სხვებიც ჭამენ. ქუჩაში ერთ მაწანწალა კატასაც ვეღარ იპოვი.
1942 წელი, ლენინგრადის ბლოკადა

იხილეთ გაგრძელება
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS