ვინ არის მსხვერპლი
ონლაინსესხის მომხმარებელს ფული სასწრაფოდ სჭირდება. ამიტომ იძულებულია, კაბალური პირობებით აიღოს ვალი, რომელიც იმ წუთში
სესხის დაფარვა
იურისტები აცხადებენ, თუ ონლაინსესხის ამღებს ხელი არა აქვს მოწერილი (ფიზიკურად ან ელექტრონულად) ხელშეკრულებაზე და ფულის გადახდას ვერ შეძლებს, ფულის გამსესხებელს მის წინააღმდეგ მყარი ბერკეტები არ აქვს. "მათ სასამართლოში მოქალაქის წინააღმდეგ სარჩელის აღძვრა ბევრად ძვირი უჯდებათ, ვიდრე გასესხებული თანხის ოდენობაა. ამიტომაც ფულის ამოღებას შანტაჟითა და დაშინებით ცდილობენ. მოკლედ, თუ შეგაშინებენ, გადაიხდით უპრეცედენტო პროცენტს, თუ ვერა, დაფარავთ ძირს", - განმარტავენ იურისტები.
ლიკა, 38 წლის:
- მე არა მცირე კომპანიებისგან, არამედ საკმაოდ სოლიდური ბანკებისგან მომივიდა მესიჯი, რომ დამიმტკიცდა სესხი. მაშინვე დავრეკე შეშფოთებულმა (იმდენი საშინელება მესმის გარშემო, კრედიტებს შორის გახვეული ადამიანების პრობლემებზე, მაქსიმალურად ვცდილობ, ბანკიდან სესხი არასოდეს ავიღო). ბანკში ოპერატორმა დაყენებული ხმით მაცნობა, თუ არ გინდა, პრობლემა არაა, ძალით კი არ გაძლევთო. მაგრამ რამდენჯერაც მას მერე ბანკომატთან მივედი ფულის ასაღებად, იმდენჯერ მხვდებოდა ახალ-ახალი ინფორმაცია დამტკიცებული სესხის შესახებ და რაც მთავარია, სესხის ოდენობა სულ იმატებდა... მე ამ ყველაფერში იმან შემაშფოთა, რომ უამრავი ადამიანია, ვისთვისაც ასე ცდუნებით და მეტისმეტად აგრესიული რეკლამით მიწვდილი სესხი მართლა სესხად იქცევა, ბევრი წამოეგება ამ მახეს და ისედაც გაჭირვებულ საქართველოში, სადაც ლამის ყველა ოჯახი ბანკის ვალებშია ჩაფლული, კიდევ მეტი უბედურებები დატრიალდება. ამ ეკონომიკურ კრიზისში, მე მგონი, მხოლოდ ბანკებმა და მსგავსმა საკრედიტო კომპანიებმა იხეირეს და გაჭირვებულ ხალხზე "გამდიდრდნენ". მაგრამ მაინც არ ჰყოფნით - კიდევ მეტი და მეტი უნდათ, პირდაპირ გვტენიან ამ თავიანთ სესხებს და გვაიძულებენ, მათ ხაფანგში გავებათ... რატომ არავინ იღებს ხმას, არ მესმის, რატომ აძლევს სახელმწიფო ასეთ თავისუფლებას ბანკებს, რომლებსაც ისედაც, როგორც ვიცი, მსოფლიო მასშტაბით ყველაზე მაღალი პროცენტები და ყველაზე კაბალური პირობები სწორედ საქართველოში აქვთ. ნუთუ არ რცხვენია ამ ხალხს ისედაც გასაცოდავებული ხალხის თვალებში ჩახედვის?..
...ერთი სიტყვით, როცა სახელმწიფო ვერ გიცავს, ისღა დაგრჩენიათ თავი შორს დაიჭიროთ ასეთი შემოთავაზებებისგან. გახსოვდეთ, რომ იოლი ფული რთულ პრობლემად იქცევა. ნუ მისცემთ საშუალებას, გაგატყაონ და დიდი ხნით მოიკალათონ თქვენს ჯიბეში.
იხილეთ იურისტების რჩევები