22 აპრილი, 2015
ბავშვების ნახატებს კედლებზე ადვილად გაუმკლავდება - მაიონეზის გამოყენების 9 ალტერნატიული გზა
მაიონეზი არამარტო გემრიელი სოუსია, არამედ შეუცვლელი დამხმარეცაა დიასახლისებისთვის. რასაც თქვენ ამ სტატიიდან მაიონეზზე გაიგებთ, დარწმუნებული ვარ, არ ელოდით.

მაიონეზს შეუძლია, მოგაშოროთ წებოსა და საწვავისგან დატოვებული ლაქა.

წაისვით მაიონეზი საწვავისგან ან წებოსგან დატოვბულ ლაქაზე. ცოტა ხანს გააჩერეთ და თბილი წყლით და საპონით ჩამოიბანეთ.

მაიონეზი ანიჭებს ბზინვარებას ოთახის ყვავილებს.

ყვავილის ფოთლებზე ქაღალდის სალფეტკით ფრთხილად უნდა წაუსვათ მაიონეზი და ოთახის ყვავილი გაცილებით უფრო ლამაზი და ბზინვარე გახდება. ამავე მეთოდს ხშირად მიმართავენ ყვავილების მაღაზიის გამყიდველები.

მაიონეზით შეიძლება ხის ავეჯზე
წყლის ლაქის მოშორება.


ჭიქისგან დარჩენილ ლაქას ქაღალდის სალფეტკით წაუსვით მაიონეზი და რამდენიმე საათით გააჩერეთ. შედეგი გაგაოცებთ.

მაიონეზის შესაძლებელია ტილების მოშორება.

თუ თქვენი შვილი სკოლიდან ან ბაღიდან ტილებთან ერთად დაბრუნდება, წაუსვით თმაზე მაიონეზი, გაუჩერეთYრამდენიმე საათით და მერე გულდასმით დაბანეთ. ტილები აუცილებლად დაიხოცებიან.

დაუმატეთ მაიონეზს კვერცხი, ძმარი და მზესუმზირის ზეთი, კარგად აურიეთ ერთმანეთში და მიიღებთ თმის საუცხოო კონდიციონერს, რომელიც თქვენს თმას ბზინვარებას და ელასტიურობას შემატებს.

მზის დამწვობა თუ მიიღეთ, ცივი მაიონეზი მოგიხსნით ტკივილს. და თუ მას დაუმატებთ მზესუმზირის ზეთს, ტკივილსაც შეიმსბუქებთ და დამწვრობაც მალე გაგივლით.

ბავშვების ნახატებს კედლებზე მაიონეზი ადვილად გაუმკლავდება.

მაიონეზი საუკეთესო საშუალებაა ფრჩხილების გასამაგრებლად. წაისვით ფრჩხილებზე და ცოტა ხნით გააჩერეთ. ფრჩხილები ნაკლებად მტვრევადი გახდება.

მაიონეზი პირვანდელ ბრწყინვალებას უბრუნებს პიანინოს კლავიშებს.

ამ შედეგის მისაღწევად ძვირადღირებული საშუალებების შესყიდვა სულაც არაა აუცილებელი. კლავიშებს წაუსვით მაიონეზი და მალევე გაწმინდეთ. შედეგს მაშინვე შეამჩნევთ.

კესო ლაღიძე


FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 2 /
22
კესო,სალფეტკი არაა ქართული სიტყვა.ხელსაწმენდი,ხელსახოცი..მოგეთხოვებათ და ვალდებული ხართ,ქართულად წეროთ,რადგან ჟურნალისტობა გნებავთ:)პატივი ეცით ქართულ ენას და პროფესიას,მითუმეტეს რთული სიტყვა არ გაქვთ სათარგმნი..
10:43 / 25-04-2015
გამოხმაურება / 0 /
მანანა
კარგი რჩევაა, მხოლოდ ბოლო არ მომეწონა :)
12:43 / 23-04-2015
გამოხმაურება / 0 /
TOPS