1."დაჩქარებული" ურთიერთობა
პირველივე პაემანის შემდეგ მამაკაცი "ყურებამდე" შეყვარებულია და თავი შენი მონათესავე სული ჰგონია. მუდმივად გადარებს ყოფილ შეყვარებულს და ამტკიცებს, რომ თავი ასე კომფორტულად არავისთან უგრძნია. რამდენიმე თვეში უკვე ქორწინებას გთავაზობს, ან დაჟინებით მოითხოვს სექსუალურ ურთიერთობას
2. ტყუილი
მუდმივად სჩვევია რეალობის შელამაზება და ტყუილები. ადამიანებს, რომლებიც დიდ ძალისხმევას ხარჯავენ, საკუთარი ტყუილები რომ გაამართლონ, ემოციების გამოვლენაშიც დიდი პრობლემები აქვთ.
3. ეჭვიანობა
თავიდან მისი ეჭვიანი გამოვლინებები არ გაწუხებს, მაგრამ დროთა განმავლობაში თანდათან აჩენს ბრჭყალებს. უფრო და უფრო გიზღუდავს თავისუფლებას სხვა მამაკაცებთან მიმართებაში. თუმცა ეს მხოლოდ აისბერგის მწვერვალია, მთელი თავისი სიმძიმით მოგვიანებით იჩენს თავს, როცა უკვე საშიში და აკვიატებული გახდება.
4. რთული ბავშვობა
რა იცი მის ბავშვობაზე? თუ ის თავის მძიმე ბავშვობას რთული ხასიათის გასამართლებლად იყენებს, ეს საგანგაშო სიგნალია.
იხილეთ გაგრძელება