მოდი გადავავლოთ თვალი თანამედროვე პრინცესისა და დიდგვაროვანი მემკვიდრეების დედის ცხოვრებას.
დინა მოდის სამყაროში ცნობილი სახეა არამარტო წარმომავლობით,

აღმოსავლელი პრონცესა სამოსს მხოლოდ პირადი გემოვნებით როდი ირჩევს. ტანსაცმელი აღმოსავლელი ქალის კულტურულ და მენტალურ შეხედულებებსაც უნდა მიესადაგებოდეს.
მაგალითად, Diane Von Furstenberg-ის კაბა ოდნავ შეცვალეს, რათა ბუტიკის ასორტიმენტში შესულიყო. მუხლამდე სიგრძის მაგივრად, კოჭებამდე დააგრძელეს.
დინა არ აკლდება ჩვენებებს, პრეზენტაციებს, ახალი ბუტიკების გახსნას. ბევრ დიზაინერს მიაჩნია თავი მის ფავორიტად. მაგალითად, მისი საქორწილო კაბა ნიჭიერმა დიზაინერმა Azzedine Alaia-მ შექმნა. კრისტიან ლაბუტენმა თავის ერთ-ერთ ფეხსაცმელს დინას სახელი უწოდა. მოდის ფოტოგრაფებს კი დინა თავისი კაშკაშა სტილითა და იმიჯის ხშირი ცვლის გამო მოსწონთ.
დინა საოცრად მოხდენილად უხამებს აღმოსავლურ და დასავლურ სტილს. მოკლე ვარცხნილობები, მოკლე კაბები, რომლებიც ქალურ აღნაგობას უსვამენ ხაზს.
იხილეთ გაგრძელება