აზერბაიჯანი უსწრებს სამხრეთ კავკასიის ქვეყნებს მოსახლეობაში საშუალო კლასის წილის მიხედვით. შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის (MOთ) მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშში „შრომის სამყარო 2013 წელს: ეკონომიკური და სოციალური მოწყობის აღდგენა“ , აღნიშნულია, რომ აზერბაიჯანის მოსახლეობის დაახლოებით 20%-ს ყოველდღიური შემოსავალი დაახლოებით 10-15 დოლარი აქვს.
შედარებისთვის - საქართველოსა და სომხეთში შემოსავლის ამგვარი დონე, შესაბამისად მოსახლეობის 10-სა და 8%-ს აქვს.
ორგანიზაციის მონაცემებით, ცენტრალური და სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში, ასევე დსთ-ში უმუშევართა რიცხვი დაიკლებს და 2013 წელს 15 მლნ ადამიანს შეადგენს. 2015 წლისთვის ამ ქვეყნებში დაახლოებით 14,9 მლნ უმუშევარს ელიან. ორგანიზაციის პროგნოზებით, მსოფლიოში უმუშევართა საერთო რაოდენობა 2015 წელს 208 მლნ ადამიანს მიაღწევს - წელს ეს მონაცემები 200 მლნ ადამიანს შეადგენს.
ჟურნალი „რეიტინგი“