11 მარტი, 2015
როგორ ამზადებდნენ ხარჭებს სულთნის ჰარამხანისთვის
ჰარამხანაში იყო აუზები, რომლებშიც შეეძლოთ ცურვა და წყალში ვარჯიში
მოსკოველმა იანა ბაილილიკმა, რომელიც თურქის ცოლია და სტამბოლის უნივერსიტეტში სწავლობს, თურქი სულთნების ჰარამხანის არქივები შეისწავლა და ხარჭების ცხოვრების საინტერესო დეტალები გაასაჯაროვა.

ჰარამხანებში გოგონები შემთხვევით სულაც არ ხვდებოდნენ. ისინი არ იყვნენ მხოლოდ ტყვეები ან, მით უმეტეს, ქუჩიდან მიყვანილი ქალები. არსებობდა გეგმა, რომლის მიხედვითაც შავთმიანებისა და ქერების საჭირო რაოდენობას ირჩევდნენ.

თურქი სულთნები ყველაზე მეტად თეძოებსა და წელს აფასებდნენ. წელისა და თეძოების იდეალური შეთავსება იყო 3/2, პრაქტიკულად, თანამედროვე 90-60-90.
მკერდს კი დიდი მნიშვნელობა არ ჰქონდა, ისევე, როგორც გოგონას სიმაღლეს.

Rating

ყველა დროში ფასეული იყო მოხდენილობა და ყველაფერს აკეთებდნენ, რომ ფორმები ბუნებრივად შეენარჩუნებინათ. ჰარამხანაში რამდენიმე ასეული ოთახი იყო, ასევე დიდი პარკი. გოგონები ეტლით არ გადაადგილდებოდნენ, ფეხით დადიოდნენ: სხეულისთვისაც კარგი იყო და დროსაც ხარჯავდნენ.

Rating

სულთნისგან ''თავისუფალი'' დრო ბევრი ჰქონდათ და ძირითადად, დროის მოკვლაზე იყვნენ გადასული. ხშირად ერთობოდნენ და თამაშობდნენ.

Rating

მაგალითად, უყვარდათ დაჭერობანა - ერთი გოგონა გარბოდა, თან ხელსახოცი ეჭირა ხელში, დანარჩენები კი ცდილობდნენ მის დაწევას და ხელსახოცის გამორთმევას. ვინც გაიმარჯვებდა, მას ჯილდოდ ერგებოდა მასაჟი და აბანო.

ჰარამხანაში მცხოვრები 500-700 ქალისთვის ეს ნამდვილად ფუფუნება და ჯილდო იყო. იმავეს და ასევე კოსმეტიკურ პროცედურებს იღებდა გოგონა, რომელსაც სულთანთან ღამის გათევა ელოდა.

Rating

გოგონები სწავლობდნენ ცეკვებს, მამაკაცისთვის სიამოვნების მინიჭების ხერხებს. ჰარამხანაში იყო აუზები, რომლებშიც შეეძლოთ ცურვა და წყალში ვარჯიში. ხშირად სულთანიც ადევნებდა თვალს გოგონებს აუზში და ღამისთვის წყვილს ირჩევდა.

გოგონებს რომ კარგი ფორმა შეენარჩუნებინათ, დიდ ყურადღებას აქცევდნენ კვებას. ხარჭებს შეეძლოთ, დღეში შვიდჯერაც კი ეჭამათ, ოღონდ ერთჯერადი ულუფა 250 გრამზე მეტი არ უნდა ყოფილიყო.

Rating

მენიუში იყო ბევრი ხილი და ბოსტნეული, ზღვის პროდუქტები, წვნიანები. ხარჭებს, სხვა ქალებისგან განსხვავებით, ყავის დალევის უფლებაც ჰქონდათ. ტკბილეულს კი მხოლოდ სულთანთან გატარებული ღამის შემდეგ იღებდნენ.

რადგან ბევრი ქალი იყო და სულთანთან ძალიან იშვიათად ხვდებოდნენ, უმრავლესობა წლობით ვერ ხედავდა კანფეტებსა და ორცხობილებს.

ჟურნალი ''რეიტინგი''
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 6 /
დატო
დიდებული საუკუნის ერტი ფოტო ვნახე ძან მომეწონა ფირუზე ჰაGთუნი დიდებული საუკუნის ახალი სეზონები გამოდი საცდაც ჰიურემი ბრუნდება
00:05 / 09-09-2015
გამოხმაურება / 0 /
კატო
არ მჯერა რომ საუკუნებიის წინ ქალის ფომრებს 90/60/90 ზე ითხოვდნენმათთვის ქალის ფუმფულა ადილებს სწორედ რო მნიშვნელობა ქონდა გამხამრი ქალს არ ქონდა მაშIნ ფასი,ამ რუსმა რაღაც არასწორად გაიგო ეტყობა
15:33 / 14-04-2015
გამოხმაურება / 0 /
ხხხ
მაინტერესებს მამაკაცები რად არიან ჩაცმულები და ქალები გახდილები? ეს ბოლომდე ესე იყო თუ მერე მამაკაციც იხდიდა. არა! უბრალოდ მამაკაცი შემზარავი დასანახია გახდილი და ის უბედურიც ბოლომდე ცდილობდა ალბათ თავისი არასრულფასოვნების გამოაშკარებას.
14:45 / 18-03-2015
გამოხმაურება / 0 /
ზ.კალორია
'ახლა ამსვა-დამსვა დაა მანუცას ეზოში ჩამსვა... ' - ეს გრძნობა არ ეცოდინებოდათ დაბოლილ ფაშებს. (თან რა მსუქანი ქალები არიან!!!) რანაირად უნდა მიეფერო ამათ ან აკოცო ულვაშებიან ტუჩებზე ვერ ვხვდები. - ნარგიზ ჰანუმ! - ეფენდი?! - ფაჩარ-ულვაშ როდის პარსლარ? - გუშინ ეფენდი! - დღეს დაისვენე ნარგიზ!
19:26 / 17-03-2015
გამოხმაურება / 0 /
მიხუინ დორბლიანოვი
ეეჰ, კაი იყო საქართველო )))) მოდიოდა და მოდიოდა სხვისი ცოლ-შვილი ))) ზატო ყველა კმაყოფილი და ბედნიერი იყო... თურქეთში ეძებეთ ჰარამხანები, თურქეთში ))))
10:49 / 17-03-2015
გამოხმაურება / 0 /
TOPS