04 მარტი, 2015
20 ნიშანი იმისა, რომ დასაოჯახებლად მზად ხართ
ყველა ქალის ცხოვრებაში დგება პერიოდი, როცა ის სერიოზულად ფიქრობს გათხოვებაზე, მაგრამ არ იცის რამდენად არის დაოჯახებისთვის მზად. ამ სტატიით ვეცდებით გაგიადვილოთ პრობლემის მოგვარება.

1. ურთიერთობაში ხართ (გყავთ შეყვარებული), მაგრამ თავს დამოუკიდებელ და შემდგარ პიროვნებად გრძნობთ.
ასეთ დროს თქვენ იცით, რომ საკუთარ თავს არაჩვეულებრივად მიხედავთ მარტოც, თუმცა მაინც "მასთან" ერთად ყოფნას ამჯობინებთ.

2. შანსს არ უშვებთ ხელიდან, რომ პაემანზე წახვიდეთ "მასთან" ერთად. ეს სიამოვნებას განიჭებთ.

3. იცით რა გსურთ თქვენი პარტნიორისგან.

ერთ დროს ოცნებობდით, რომ რომელიმე ძალიან
სიმპათიური კაცი (თუნდაც კოლეგა თქვენი ოფისიდან) ყურადღებას მოგაქცევდათ. თუ ადრე თქვენთვის პრიორიტეტული იყო გარეგნობა, ახლა ფასეულობები შეიცვალა და ვიზუალზე უფრო დიდ მნიშვნელობას პიროვნულ ღირებულებებს ანიჭებთ. თვისებები, მორმელსაც აფასებთ ადამიანში, თქვენს რჩეულშია თავმოყრილი.

4. გყავთ სამეგობრო წრე.

თუ მამაკაცი, რომელიც გიყვართ, თქვენი ერთადერთი გულშემატკივარია, მასთან ყოველი ჩხუბი ტრაგედიად გადაგექცევათ. მისი დაკარგვის პანიკური შიშით დათრგუნული, თქვენს პოზიციას ვერ დაიცავთ და მუდამ კომპრომისზე წასვლა მოგიწევთ. თუ პირადი ცხოვრების მიღმა არსებობს ხალხი, რომლისთვისაც ძვირფასი ხართ, ეს ფაქტი ურთიერთობის შენარჩუნებასა და უფლებათა ( თუ თავისუფლებათა) დაბალანსებაში გეხმარებათ.

5. გააზრებული გაქვთ, რომ დედამიწა თქვენს გარშემო არ ბრუნავს.

სიყვარული გაცილებით მეტია ვიდრე მხოლოდ რომანტიკა, სექსი ან დროსტარება. სასიყვარულო ურთიერთობისას თქვენ გიწევთ საკითხს მიუდგე ორი კუთხით, თქვენი მხირდან და "მისი" გადმოსახედიდან. უნდა შეუთანხმოთ მნიშვნელოვანი საკითხები, გაითვალსიწინოთ მისი აზრი და რჩევა.

6.
განსაკუთრებული ყურადღებით ეკიდებით დაქალებისა და ნაცნობების გათხოვებას.
თუ ადრე გულგრილი იყავით თეთრი კაბის, ჯვრისწერისა და ქორწილის ციებცხელების მიმართ, ახლა უკვე ინტერესდებით თითოეული ნიუანსით.

7. როცა მომავალზე ფიქრობთ, ხედავთ რომ თქვენი საყვარელი მამაკაცი მისი ნაწილია.

8.
ღიად და უხერხულობის გარეშე ლაპარაკობთ ერთმანეთთან ფულზე.

ფინანსებზე საუბარი აუცილებელია წყვილისთვის. ეს ერთ-ერთი ნიშანია იმისა, რომ ერთმანეთს თვალდახუჭული ენდობით.

9.
დაოჯახებაზე ხშირად საუბრობთ.

10. იზიარებს თქვენს ემოციებს.

11. იცის რომ იდეალური არ ხართ!

თუ მას ნანახი ჰყავხათ ყოვლად მოუწესრიგებელი ან ავადმყოფი და ჯერ კიდევ თქვენთან არის, აშკარაა, რომ უყვარხართ და გიღებთ თქვენი ნაკლოვანებებით.

12. თქვენთვის სასწრაფო დახმარებაა!
ყოველთვის, როცა გასაჭირში ხართ ან თქვენთვის ძვირფას ადამიანს ექმნება პრობლემა, დასხმარებლად მას მიმართავთ.

13. პირველია ვისაც ურეკავთ, როდესაც რაიმე სასიამოვნო მოვლენა ხდება თქვენს ცხოვრებაში!

14. თავში აზრადაც კი არ მოგდით რომელიმე ყოფილ შეყვარებულთან დაბრუნება.
არ ნანობთ, რომ წარსულში სხვა ურთიერთობებს წერტილი დაუსვით.

15. წყენას გულში არ იხვევთ.

16. ეჭვი არ გეპარებათ იმაში, რომ თქვენი პარტნიორი სწორად და ღირსეულად იქცევა მაშინ, როცა თქვენ მის სიახლოვეს არ ტრიალებთ.

17. გინდათ რომ ერთად იცხოვროთ.

გსურთ ერთად იძინებდეთ, დილას თვალის გახელისას ერთმანეთს ხედავდეთ და უღიმოდეთ.

18.
რამდენჯერმე განიხილეთ რამდენი შვილის გაჩენას აპირებთ და რა ასაკში.

წყვილი ყოველთვის მზად არ არის ბავშვის აღზრდის პასუხისმგებლობისთვის. სიყვარულის ნაყოფმა შეიძლება გაამყაროს ან დაანგრიოს ურთიერთობა. საჭირიროა ოჯახის სწორად დაგეგმვა.

19. აღარ უბურღავთ ტვინს კითხვით "მოგწონვარ?"

თქვენ უკვე დარწმუნებული ხართ მეორე ნახევრის გრძნობებში. აგრეთვე, კარგად იცით თუ რა იზიდავს პარტნიორს თქვენში. ეს თავდაჯერებულობას გმატებთ.

20. იმის მიუხედავად, რომ თქვენი ოცნების ქორწილი არ გექნებათ, მაინც მზად ხართ ცოლად გაჰყვეთ.

თათული ღვინიანიძე
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS