03 მარტი, 2015
4 რჩევა, რომელიც დაგეხმარებათ ამოიცნოთ როგორია მამაკაცი ლოგინში - საქართველოში ინტიმი "ქინდერის" შოკოლადს ჰგავს
ჩვენი მენტალიტეტიდან გამომდინარე, ქალები, ჯერ კიდევ, თავს იკავებენ ქორწინებამდე სექსისგან, რაც ართულებს ( და ხანდახან შეუძლებელსაც კი ხდის) მათი პარტნიორის სექსუალური პოტენციალის შეცნობას.

საერთოდაც, სიტყვა "სექსის" გაგონება ჯერჯერობით გარკვეულ უხერხულობას ქმნის საზოგადოებაში. ხალხს ყოველი სიახლის მიღება უჭირს (რეალურად სექსი ყოველთვის იყო.

სამწუხაროდ, საბჭოთა კავშირმა გადაწყვიტა ამ ცნების ბიოლოგიურ ტერმინდამდე , გამრავლებამდე, დაყვანა, რამაც 70 წლით მაინც შეაჩერა ქართველი ერის ცნობიერების ზრდა ამ კუთხით.

სიახლემ უნდა გაიაროს უღელტეხილი, შეებრძოლოს დამკვიდრებულ და კარგად ფესვებგადგმულ ტრადიციებსა და დოგმებს,
მხოლოდ ამის შემდეგ, თუ გაიმარჯვებს, შეითვისებს ხალხი მას. აღიარებულია, რომ ინტიმური ურთერთობა ოჯახის სიმყარის საშუალოდ 50%-ს განსაზღვრავს.

სექსუალური შეუთავსებლობა ხშირ შემთხვევაში წყვილის დაშორების მიზეზი ხდება. საქართველოში ინტიმი "ქინდერის" შოკოლადს ჰგავს, არასდროს იცი რა დაგხვდება, როცა შეფუთვას გახსნი!

შეიძლება ითქვას, ტრადიციული ქართველი ქალები, ანუ მოსახლეობის უდიდესი ნაწილი, ბრმად თხოვდებიან. ეს სტატია ქალბატონებს დაეხმარება ამოიცონ, როგორი შეიძლება იყოს მამაკაცი ლოგინში.

1. როგორ მოძრაობს?

არსებობენ ქალები, რომელბიც უყურადღებოდ ტოვებენ ამ უმნიშვნელოვანეს ნიუანსს! მისი მოძრაობა მრავლისმეტყველია! შეიძლება ნანახი არ გქონდეთ თუ როგორ დარბის, დაცურავს, ვარჯიშობს ან ცეკვავს, მაგრამ შეუძლებელია შემჩნეული არ გქონდეთ როგორ დადის ქუჩაში, სამსახურში და საზოგადოებრივ ადგილებში. იგი უნდა იყოს ზომიერად თავდაჯერებული და თავდაჭერილი, ამასთან ერთად მომხიბვლელი. დაძაბული სიარულის მანერა შეიძლება მიგვითითებდეს იმაზე, რომ ლოგინშიც გაუჭირდება მოდუნება. თუ მისი სიარული ტლანქი და უხეშია, ნუ გექნებათ დახვეწილი სექსუალური პოზებისა იმედი.

2. როგორ მართავს იგი საჭეს?

თუ თქვენთვის ეს ჯერაც უცნობია, დროა გამოსცადოთ იგი! ამბობენ, რომ მამაკაცები მანქანებს ექცევიან, ისე როგორც ქალებს! რამდენადაც უფრთხილდება იგი საკუთარ ავტომობილს, იმდენად ნაზი და მზრუნველი იქნება ლოგინში და ეცდება პარტნიორს სიამოვნება მიანიჭოს. თუ ის სწრაფად ატარებს, ამავე ტემპის სექსის შემოთავაზება შეუძლია! თუ შედარებით დინჯია საჭესთან - იგივე თვისებას ავლენს ინტიმური კავშირისას. ის, ვინც განწყობის მიხედვით მართავს მანქანას, ყველაზე საინტერესოა, კამასუტრას წიგნს ჰგავს, რომელიც მუდამ მზად არის გამაოგნებელი სიახლე შემოგთავაზოს.

3. როგორ იყენებს ხელებს?

შეგინიშნავთ თუ არა, რომ საქმის კეთებისას ან ფიქრისას იგი თითებით კალამს ეთამაშება ან საუბრისას ხელების დახმარებით გამოთქვამს აზრს? თუ ორივე კითხვაზე თქვენი პასუხი დადებითია, ეს იმას მიანიშნებს, რომ იგი ლოგინშიც არაჩვეულებრივად გამოიყენებს ხელებს.

4. არის თუ არა თავდაჯერებული?

ყოველთვის დააკვირდით, როგორ იძვრენს თავს პრობლემური სიტუაციებიდან, აქვს თუ არა ლიდერის თვისებები, შეუძლია თუ არა მყარად იდგეს საკუთარ აზრზე. რაც უფრო თავდაჯერებულია კაცი კრიტიკულ სიტუაციებსა და ყოველდღიურ ცხოვრებაში, მით უფრო კარგია ის ლოგინში.

თათული ღვინიანიძე


FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 1 /
ვააჰ, გია შენზე წერენ?
მაგარი ხაარ, ბავშვობიდან, ბიჭობაშიც და კაცი, საერთოდ!..
17:07 / 03-03-2015
გამოხმაურება / 0 /
TOPS