27 თებერვალი, 2015
მსოფლიოს 10 ერი, რომლებიც მალე გაქრებიან
დედამიწის მოსახლეობა სწრაფი ტემპებით იზრდება. დღესდღეობით ადამიანების რაოდენობამ 7-მილიარდიან ნიშნულს გადააჭარბა. თუმცა არიან ერები, რომლებიც უკვე გადაშენების პირას დგანან.

ეს, პირველ რიგში, ძველ ტომებს ეხება, რომელთა რიცხვი კრიტიკულ ზღვრამდეა მისული. მიზეზი გლობალიზაცია და ასიმილაციაა. ამგვარად, ამ ხალხთან ერთად საბოლოოდ იკარგება მათი თვითმყოფადი კულტურაც.

მეცნიერებმა იმ ათი ერის ჩამონათვალი წარმოადგინეს, რომელთაც გადაშენება ემუქრებათ:

სამბურუ. კენიის ტერიტორიაზე ცხოვრობენ. მათი რაოდენობა 160 ათასი ადამიანია.

ჰული. ინდონეზიისა და პაპუა-ახალი გვინეის ტერიტორიაზე
ცხოვრობენ. მათი რაოდენობა 150 ათასს არ აღემატება.

ბუშმენები. ცხოვრობენ ანგოლის, ბოტსვანის, ზამბიის, ზიმბაბვეს, ნამიბიის ტერიტორიაზე. მათი რაოდენობა 100 ათასია.

ლადაკხი. ინდოეთის ტერიტორიის მცხოვრებნი. მათი რაოდენობა 57 ათასს არ აღემატება.

ნენცები. რუსეთის ტერიტორიაზე, ციმბირში ცხოვრობენ. მათი რაოდენობა 45 ათასია.

ჩუქჩები. რუსეთის ტერიტორიაზე, ციმბირში ბინადრობენ. მათი რიცხვი - დაახლოებით 15 ათასია.

მურსას ტომის ხალხი. ცხოვრობენ ეთიოპიის სამხრეთ-დასავლეთით. მათი რაოდენობა 7,5 ათასია.

ვაორანი. ცხოვრობენ აღმოსავლეთ ეკვადორის ტერიტორიაზე. რაოდენობა - 4 ათასი.

კოკოპა. მექსიკისა და არიზონის შტატის მცხოვრებნი. შემორჩენილია ამ ეროვნების 300-მდე წარმომდგენელი.

ცაატანები. მონღოლეთის ტერიტორიის მცხოვრებნი. მათი რაოდენობა 280-ს არ აღემატება.
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 1 /
ნათია
რატომ აფხაზები არ ჩაწერეს, აფხაზეთში ასამდე კაცია და ისინიც ნამდვილად ვიცი რომ წარმოშობით ქართველები არიან, დანარჩენი მეგრელები და ღმერთმა იციხ რამდენი ათეულია აფსუა, განა ისიმი არ გაქრებიან, ჟერ შეესიონ რუსები და მერე ითვალონ რამდენი დარჩებიან.სად გინახავთ მუსულმანი აფხაზი ხალხნო, საიდან მოვიდნენ მუსულმანი აფხაზები, რომელ საუკუნეში გაჩნდნენ?
17:37 / 07-03-2015
გამოხმაურება / 0 /
TOPS