ეს, პირველ რიგში, ძველ ტომებს ეხება, რომელთა რიცხვი კრიტიკულ ზღვრამდეა მისული. მიზეზი გლობალიზაცია და ასიმილაციაა. ამგვარად, ამ ხალხთან ერთად საბოლოოდ იკარგება მათი თვითმყოფადი კულტურაც.
მეცნიერებმა იმ ათი ერის ჩამონათვალი წარმოადგინეს, რომელთაც გადაშენება ემუქრებათ:
სამბურუ. კენიის ტერიტორიაზე ცხოვრობენ. მათი რაოდენობა 160 ათასი ადამიანია.
ჰული. ინდონეზიისა და პაპუა-ახალი გვინეის ტერიტორიაზე
ბუშმენები. ცხოვრობენ ანგოლის, ბოტსვანის, ზამბიის, ზიმბაბვეს, ნამიბიის ტერიტორიაზე. მათი რაოდენობა 100 ათასია.
ლადაკხი. ინდოეთის ტერიტორიის მცხოვრებნი. მათი რაოდენობა 57 ათასს არ აღემატება.
ნენცები. რუსეთის ტერიტორიაზე, ციმბირში ცხოვრობენ. მათი რაოდენობა 45 ათასია.
ჩუქჩები. რუსეთის ტერიტორიაზე, ციმბირში ბინადრობენ. მათი რიცხვი - დაახლოებით 15 ათასია.
მურსას ტომის ხალხი. ცხოვრობენ ეთიოპიის სამხრეთ-დასავლეთით. მათი რაოდენობა 7,5 ათასია.
ვაორანი. ცხოვრობენ აღმოსავლეთ ეკვადორის ტერიტორიაზე. რაოდენობა - 4 ათასი.
კოკოპა. მექსიკისა და არიზონის შტატის მცხოვრებნი. შემორჩენილია ამ ეროვნების 300-მდე წარმომდგენელი.
ცაატანები. მონღოლეთის ტერიტორიის მცხოვრებნი. მათი რაოდენობა 280-ს არ აღემატება.