1.BD – Bondage & Discipline – თავისუფლების შეზღუდვა (ბონდაჟი) და დისციპლინა;
2.DS – Domination & Submission – დომინირება და მორჩილება;
3. SM – Sadism & Masochism – სადიზმი და მახოხიზმი.
,,ბონდაჟი" - მოიცავს მორჩილის თავისუფლების ფიზიკურ შეზღუდვას, ხელბორკილებით, თოკებით ამ რაიმე სხვა საშუალებებით მის დაბმასა და გაკოჭვას.
,,დისციპლინა" - გულისხმობს ფსიქოლოგიურ დამორჩილებას.
,,დომინაცია და მორჩილება" - არის ქცევა, რომლის დროსაც დომინანტი ამონებს მორჩილს. იგი შეიძლება იყოს გრძელვადიანი ან მოკლე პერიოდზე გათვლილი.
,,სადიზმი და მაზოხიზმი" - ერთმანეთისთვის ტკივილის მინიჭება, რომელიც ორივეს სიამოვნებას ანიჭებს.
ბდსმ-ს მაჩვენებელი საქართველოში:
40%-ს მსგავსი გამოცდილება არ ჰქონია.
48% -ს ჰქონია.
12%-ს სურს, რომ ჰქონდეს.
(სავარაუდოდ ,,გრეის 50 ელფერის" ნახვის შემდეგ სტაქტისტიკა საგრძნობლად შეიცვლება.)
ბდსმ უცხოეთში
- რა ასაკის ხართ?
დომინანტი: 26 წლის
მორჩილი: 22 წლის
- რა არის თქვენი საყვარელი ბდსმ გასართობი?
დომინანტი: ჩემი საყვარელი გასართობია სხვადასხვა თამაში, განსხვავებული როლები უნდა მოირგოს მორჩილმა. მბრძანებლობა აღმაგზნებს.
მორჩილი: მომწონს, როცა თოკით ვარ დაბმული. ძალიან მსიამოვნებს, როცა მტკენს და დაშვებულ ზღვარამდე მივყავარ.
- რა ასაკში დაიწყეთ ამ სახის სექსუალური ცხოვრება?
დომინანტი: თექვსმეტი წლიდან.
მორჩილი: თვრამეტის ვიყავი.
- რამ გამოიწვია თქვენში ეს სურვილი?
დომინანტი: უაზრო იყო ჩემი სექსუალური ცხოვრება და ვცადე გამეხალისებინა, მრავალფეროვანი გამეხადა.
მორჩილი: ჩემმა მაშინდელმა შეყვარებულმა მიბიძგა.
- რა ადგილი უჭირავს ბდსმ-ს თქვენს ცხოვრებაში?
დომინანტი: უდიდესი. ,,ვანილის სექსი" საერთოდ არ მომწონს.
მორჩილი: მის გარეშე არც წარმომიდგენია ჩემი პირადი ცხოვრება. რომანტიკული საერთოდ არ ვარ და არც არასდროს ვყოფილვარ.
- რას ურჩევდით მკითხველს?
დომინანტი: კარგად დაფიქრდით რა გინდათ სინამდვილეში. თუ თქვენ ბდსმ გიზიდავთ ამაში ცუდი არაფერია. დაელაპარაკეთ ამ თემაზე თქვენს პარტნიორს.
მორჩილი: ბდსმ ურთიერთობის მიუხედავად მე ვახერხებ ვიყო დამოუკიდებელი პიროვნება, თქვენც შეძლებთ!
სალომე დადიანი