07 თებერვალი, 2015
საუკეთესო რჩევები ყავის მოყვარულებს და 5 უგემრიელესი რეცეპტი
სკანდინავიელმა მეცნიერებმა დაადგინეს, რომ ორგანიზმში ქოლესტერინის დონე ყავისა და სიგარეტის ურთიერთქმედების შედეგად მატულობს.

ასევე არასასურველია:

ყავისა და ალკოჰოლის ერთად მიღება - სიმთვრალე ძალიან მალე და ძლიერ მოგეკიდებათ.
ყავაში შაქრის ჩამატება - კოფეინისა და სასარგებლო მინერალური ნიათიერებების ათვისების პროცესი ნელდება.
ყავის უზმოზე დალევა - კუჭის ლორწოვანი გარსის გაღიზიანებამ შეიძლება გასტრიტის, წყლულისა და საჭმლის მომნელებელი ორგანოების სხვა დაავადებების პროვოცირება მოახდინოს.

ყველამ უნდა იცოდეს:

• ყავის მარცვლები კარგად თავდახურულ მინის ჭურჭელში შეინახეთ - უცხო სუნს არ აიღებს.
• არ დაფქვათ
ყავა მარაგად. კოფეინის ფხვნილი ძალიან სწრაფად იღებს სინოტივეს, ყავის ტენიანობა კი მის ხარისხს მნიშვნელოვნად აქვეითებს.
• ყავადანი ყოველთვის სუფთად რომ გქონდეთ, მასში ლიმონის ნაჭერი ჩააგდეთ, წყალი ჩაასხით და წამოადუღეთ. შემდეგ თბილი წყალი გამოავლეთ.
• თუ ყავა გადმოვიდა, ყავადანი ცეცხლიდან გადმოდგით და შიგ ცივი წყლის რამდენიმე წვეთი ჩააწვეთეთ. ასე ნალექი ფსკერზე დაილექება და ყავა არომატს შეინარჩუნებს.
• არ მოადუღოთ ყავა გადადუღებული წყლით - არომატული არ იქნება.
• ყავაში ჩაუმატეთ ერთი მწიკვი მარილი ან ცოტაოდენი კაკაოს ფხვნილი - გემო და არომატი გაუმჯობესდება.
• ყავის ჩასხმამდე ფინჯანს ცხელი წყალი გამოავლეთ.
• ყავა მეორედ არ წამოადუღოთ - გემოს დაკარგავს.
• არასოდეს შეურიოთ ძველი და ახალმოდუღებული ყავა ერთმანეთში. ძველი ახალს გემოს გაუფუჭებს.

ყავის რეცეპტები

გრიგი - ცხელი ყავის, რომისა და შაქრის ნარევი.

გლინტვეინი - წითელი ღვინის, რომის, კონიაკისა და ყავის ნაზავი, რომელსაც შაქარი, სანელებლები და ლიმონი აქვს დამატებული.

გლიასე - ცივი ყავის სასმელი, კომპონენტების კლასიკური შეხამებით: ყავა, შაქარი და ნაყინი.

შარბათი - აღმოსავლური გამაგრილებელი სასმელი, მას კენკროვანებისა და ხილის ნატურალური წვენებისგან ამზადებენ და ყავას უმატებენ.

ფრაპე - ნებისმიერი მაგარი სპირტიანი სასმლის ნარევი ყავასა და ყინულთან ერთად. რთავენ ხილით. გაიცემა ღეროთი და კოვზით.

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 2 /
ექიმს
ეგ მინდა მჯეროდეს მეც..მაქვს ც ჰეპატიტი და დღეში ვსვავ 4 ჯერ..ჩემი რეცეპტით:-)ადუღებულ წყალს ვასხავ ნალექიან ყავას:-)
10:46 / 09-03-2015
გამოხმაურება / 0 /
ექიმი
ვისაც ც ჰეპატიტი აქვს, რაც შეიძლება მეტი ფინჯანი ნალექიანი ყავა მიიღეთ დღის განმავლობაში,ყავა ვირუსის გამრავლებას ხელს უშლის!
00:03 / 21-02-2015
გამოხმაურება / 0 /
TOPS