პირველი კვირა
დილას ექვს საათზე ადექით, დაკავდით პირადი საქმეებით სანამ ოჯახის წევრებს სძინავთ. ეს საუკეთესოა დროა, იმისთვის რომ დაგეგმოთ დღე სიწყნარეში.
ახალი ცხოოვრების დასაწყებათ ბევრი ენერგია დაგჭირდებათ. ამოიღეთ რაციონიდან ცხიმიანი საკვები, შაქარი, ალკოჰოლი და სიგარეტისთვის თავის დანებება დაიწყეთ. სამაგიეროდ ბევრი ხილი და ბოსტნეული შეიტანეთ თქვენს რაციონში. ამით ორგანიზმსაც დაეხმარებით და თქვენც ახალი ენერგიით აივსებით.
სპორტი:
ეს ყველაზე მნიშვნელოვანია ახალი ცხოვრების
მეორე კვირა:
გაიტანეთ სახლიდან ყველაფერი, რაც თქვენს განწყობაზე ცუდად მოქმედებს. გარემოს თქვენს წარმატებაში დიდ წვლილს შეიტანს. დატოვეთ მხოლოდ ის საგნები, რაც ნამდვილად გჭირდებათ და კიდევ ერთი ძალიან მნიშვნელოვანი რჩევა. თუ თქვენ გარემოს განტვირთვის დროს სახლში აღმოაჩენთ ნივთს, რომელიც საყვარელმა ადამიანმა გაჩუქათ და რომელსაც დიდი ხნის წინ დაშორდით, აუცილებლად შეელიეთ. ნახავთ, რომ მაშინვე შვებას იგრძნობ.
დაამთავრეთ ყველა ურთიერთობა, რომელიც წარსულთან გაკავშირებთ და დეპრესიაში გაგდებთ. დაამთავრეთ ურთიერთობა ისეთ ადამიანებთან, რომელიც ყველას აკრიტიკებს და ყველაფრით უკმაყოფილია.
მესამე კვირა:
ჩაიწერეთ და შეასრულეთ მომავალი გეგმები. გადახედეთ სიას. ენთუზიაზმით თუ ხართ განწყობილი, ეს ძალიან კარგია. შეგიძლიათ, მკლავები დაიკაპიწოთ და საქმეს შეუდგეთ. თუ გეგმაში რაიმე არ მოგწონთ გადაშალეთ. არ ღირს იმის გაკეთება, რაც არ გახალისებთ და ნერვებს გიშლით.
მომავალი დღის დაგეგმვა აუცილებელია და ამ გეგმაში აუცილებლად უნდა შედიოდეს საღამოს გეგმებიც.
მეოთხე კვირა:
აუცილებლად დაიწყეთ ახალი ტიპის ვარჯიშები. შეეცადეთ გააკეთოთ ის, რაც არასდროს გაგიკეთებიათ. დაამკვიდრეთ თქვენს ცხოვრებაში ტრადიცია, რომ ყოველ კვირა რაიმე ახალი საქმიანობით დაკავდეთ.
თუ ყველა ზემოთ ჩამოთვლილი თქვენ უკვე შეასრულეთ, ახლა უკვე კომფორტულ ზონაში იმყოფებით და შეგიძლიათ, უფრო შორს წახვიდეთ და თქვენს შიშებს ებრძოლოთ. თუ თქვენ სიმაღლის გეშინიათ გადმოხტით პარაშუტით. თუ შეფის გეშინიათ, გაემართეთ მასთან შესახვედრად ახალი იდეებით, თუ გეშინიათ უცნობი კამპანიების, გაემართეთ ახალ, უცნობ კამპანიასთან შეხვედრების ადგილას.
დასვენება. ფიქრობდით რომ ცხოვრებაში მთავარი მხოლოდ მუშაობაა? დაისვენეთ კომფორტულ გარემოში და გადაავლეთ თვალი განვლილ თვეს. თუ რაიმე არ მოგეწონათ მომავალი თვის დაგეგმვისას, აუცილებლად შეცვალეთ.
კესო ლაღიძე